1geo

fb you od

ჰარისის ფესტივალი ნინოწმინდის რაიონის სოფლებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1

ჰარისის ფესტივალი დღითიდღე ფართოვდება. სოფლებისა და დასახლებების მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით ერთვება ჰარისის კვირეულში,  ფესტივალს მართლაც ეროვნულ დღესასწაულად აქცევენ.  1

6 თებერვალს, სომხური ეროვნული კერძის, ჰარისის, ფესტივალში, რომელიც საქართველოს  სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის 2ინიციატივით უკვე რამდენჯერმე გაიმართა თბილისში, ჩაერთო ნინოწმინდის რაიონიც.

ჰარისის ფესტივალები ჩატარდა ჯიგრაშენსა და მამზარაში.  ეკლესიის ჯვრის ნათლიები მნაცაკან   კარაპეტიანი და გარეგინ მანუკიანი გახდნენ   პირველები, რომლებმაც მშვენიერ  ეროვნულ     3დღესასწაულს ჩაუყარეს საფუძველი,  თავიანთ ოჯახებში ჰარისა მოამზადეს და გაუმასპინძლდნენ   დღესასწაულის   მონაწილეებს.

4დღესასწაულის დროს მღვდელმა  არმაშ პოღოსიანმა აკურთხა დამსწრეები და ჰარისა, ისაუბრა    რიტუალის შესახებ, ნათლიებმა კი დაარიგეს კერძი.   

ღონისძიება თავიანთი გამოსვლით დაამშვენეს  "ნაირი" ცეკვის ანსამბლის (ქორმაისტერი: ლუსინე მზიკიანი) წევრებმა, ორი სოფლის ახალგაზრდებმა.

ბარეკენდანი სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მოძრავ დღესასწაულთაგანია, 11 თებერვალს ძირითადი ბარეკენდანი გადაინაცვლებს „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში, სადაც გაიმართება  შემაჯამებელი ჰარისის ფესტივალი.  

3 ninocmindai nyut ninocminda

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)