1geo

fb you od

ჰარისის ფესტივალი ახალქალაქის რაიონის სოფლებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1ბარეკენდანი სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მოძრავ დღესასწაულთაგანია, აღინიშნება დიდი მარხვის ორმოცდღიანი პერიოდის წინა კვირა დღეს.    უმეტესწილად ხალხური ზეიმის, ქეიფების,   თავისუფლების ეს დღე თითქოს მორწმუნე 1 1ხალხს აგონებს სამოთხის ბედნიერებას   და მხიარულებას.

სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით ძირითადი ბარეკენდანი აღინიშნება ჰარისის ფესტივალით, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში,   2018 წლის  4-11 თებერვალს,  ტარდება საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხებით დასახლებულ ყველა რეგიონში.  

5 თებერვალს,  ჰარისის  ფესტივალს შეუერთდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატი.   

1 2ხალხმრავლობა იყო  ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.  მიუხედავად ცივი ამინდისა, დღე   სადღესასწაულო იყო და მზე ათბობდა არემარეს. სოფლის „სურბ ჰოვანეს კარაპეტ“ ეკლესიაში დილისკისა და მიმდებარე თემების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ტიგრან მხითარიანის კურთხევის სიტყვის შემდეგ შესრულდა   საზეიმო ღვთისმსახურება.

ღვთისმსახურების შემდეგ, მამა ტიგრანმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე, ჰარისის მომზადების1 3 ტრადიციაზე, ყველას მიულოცა ჰარისის ფესტივალი და აღნიშნა, რომ იგი ეძღვნება ძირითად ბარეკენდანს და იმედი   გამოთქვა, რომ ფესტივალს ექნება პერმანენტული ხასიათი, ყველა მიიწვია ეკლესიის ეზოში. სოფლის 1 4ქალბატონების მომზადებული ჰარისა კურთხევის შემდეგ დაურიგდა ხალხს. პარალელურად მაღალ განწყობას უზრუნველყოფდა ტრადიციული  სიმღერა და ცეკვა.   

7 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, ბარეკენდანი ზეიმით აღინიშნა ასევე  ახალქალაქის რაიონის სოფელ  სულდაში.

ადგილობრივ „სურნ ხაჩ“ ეკლესიაში დილისკისა და მიმდებარე თემების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა და ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა სადღესასწაულო ღვთისმსახურება 1 5აღავლინეს, შემდეგ მრევლმა გადაინაცვლა ეკლესიის ეზოში, ძირითადი ბარეკენდანის ჰარისის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.

ღირსმა მღვდლებმა ჰარისის კურთხევის და საუფლო ლოცვის შემდეგ, დამსწრეები მიიწვიეს ჰარისის მისართმევად, რომელსაც არიგებდნენ ტრადიციული წინსაფრებიანი ქალბატონები. ფესტივალი მიმდინარეობდა ვაჩიანის ეთნოგრაფიული ანსამბლის შესრულებული სიმღერებისა და ცეკვის თანხლებით, დღესასწაული 1 6გაგრძელდა გვიანობამდე.   

ჰარისას კვირეული ახალქალაქის რაიონის სოფლებში გრძელდება.

ის 8 თებერვალს ჩატარდება სოფელ დადეშში, 9 თებერვალს - ვაჩიანსა და კუმურდოში.   

11 თებერვალს, ძირითადი ბარეკენდანი ჰარისის ფესტივალით აღინიშნება თბილისის „ჰაიარტუნ“, რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“, ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ", ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრებში და „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში.

2 axalqalaq axalqalaq nyut

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)