1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018  წლის 4 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, წინამძღვრის თანაშემწის, დიაკვან გევორგ ანტონიანის, და „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მწიგნობართა მონაწილეობით.   DSC 3436

დღე სადღესასწაულო იყო, ეკლესია სავსე იყო მორწმუნეებით. ეპარქიის წინამძღვრის დასახვედრად და მისი კურთხევის მისაღებად იყვნენ მოსული ბათუმელი მორწმუნეები, მიმდებარე რაიონების   მაცხოვრებლები,    მშობლები შვილებთან ერთად. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ ასევე ეკლესიის    სამრევლო საბჭოს წევრები. ამაღელვებელი იყო წირვის ცერემონიალი, რომელიც მიმდინარეობდა მგალობელთა გუნდის შესრულებების თანხლებით, ქორმაისტერი: რუზანა ოვანისიანი.

საღმრთო ლიტურგიის დროს, ქადაგება მიმდინარეობდა სლოგანით: „ილაპარაკე სომხურად სახლსა და გარეთ“. ეპარქიის წინამძღვარმა  მაღალი შეფასება მისცა მშობლიური ენის შესწავლის, წინაპრების ისტორიის ცოდნის,  ტრადიციების და წეს-ჩვეულებების  შენარჩუნების ბავშვების მისწრაფებას, მათ მოუწოდა, ნებისმიერ ენაზე განათლების მიღებისას, აუცილებლად ისწავლონ DSC 3497სომხური, რომელიც მეტად ახლოა და     ძვირფასი,  აუცილებლად ოჯახში და გარეთ ილაპარაკონ  სომხურად. მეუფემ ბათუმელ სომხებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და კეთილი სურვილები, დალოცა ეკლესიაში მყოფი პატარები და მათი მშობლები, თავიანთი შვილების ბავშვობიდან საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობის მისაღებად მოყვანის, ეკლესიასა და სარწმუნოებასთან დაახლოებისათვის. DSC 3460

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა   ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიის და იმერეთის სომხების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის არარატ გუმბალიანის საქმიანობას, ამ უკანასკნელის აქტიურობას ადგილობრივი სომხების სომხური ეკლესიის გარშემო კონსოლიდაციისთვის.      

მეუფე ვაზგენმა კურთხევის და დაფასების სიტყვით მიმართა ასევე სამრევლო საბჭოს წევრებს, რომლებიც საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ, გაამხნევა ისინი „სურბ DSC 3514ფრკიჩ“ ეკლესიის და აჭარის სომხების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, მათ ხატები აჩუქა, უსურვა დღეგრძელობა და წარმატებები.

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში კეთილ ტრადიციადაა ქცეული საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ „ალექსანდრე მანთაშიანცის“ სახელობის ცენტრში გამართული შეხვედრები სულიერ მამასთან, რომლებიც ეძღვნება ისეთ თემებს, რომლებიც აინტერესებს მრევლს და რომელიც იმართება ჩაის სუფრის გარშემო თავისუფალი საუბრებით. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ჩაის სუფრასთან ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეპარქიის წინამძღვარმა და მისმა თანმხლებმა პირებმა.

ბათუმში ჩასვლამდე ეპარქიის წინამძღვარი და დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჩაქვის სომხური სათვისტომოს წევრებს.     DSC 3643

ეროვნული კოსტიუმებში გამოწყობილი,  ტრადიციული მარილითა და პურით დახვდნენ მეუფე ვაზგენს ადგილობრივი სომხები. შედგა საუბარი, რომლის დროსაც განიხილეს სათვისტომოს საკითხები. შეხვედრის    შედეგი იყო ის, რომ ეპარქიის წინამძღვარმა შესთავაზა ჩაქვის სომხების ბათუმში „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიებზე ჩასაყვანად სატრანსპორტო ხარჯით უზრუნველყოფა.   

შეხვედრაზე დამსწრე ჩაქვის ბავშვებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ტკბილეული მიართვა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)