საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო "რელიგიები საქართველოში" გამოფენის გახსნაში |
სიახლეები |
2018 წლის 30 იანვარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „რელიგიები საქართველოში“, რომელიც ინიცირებული იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად. გამოფენილი იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების სამოსი, სხვადასხვა რელიგიის წმინდა წიგნები და ლიტერატურა, ასევე რელიგიური ატრიბუტიკა. გამოფენას აქვს როგორც შემეცნებითი, საინფორმაციო მიზანი, ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სხვადასხვა რელიგიებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ლიდერები, რელიგიური და საერო პირები. გამოფენას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა გამოფენა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყნის საზოგადოებისთვის საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური მიმართულებების და მათი სპეციფიკის გაცნობას, რელიგიათა თავისებურებების და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და დამსწრე რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მაღალი შეფასება მისცეს ტოლერანტობის სულისკვეთებით გაჯერებული გამოფენის შინაარსს, ექსპონატების სწორ არჩევანს და ქვეყნის უნიკალური რელიგიური მრავალფეროვნების ჩვენებას. გამომსვლელთა მიერ ცალსახად გაესვა ხაზი გამოფენის მნიშვნელობასა და იმას, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს გაღრმავებას. გამოფენის ორგანიზებას მიესალმა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა საქართველოს მრავალეთნიკურობასა და მრავალკონფესიურობას, მაღალი შეფასება მისცა რელიგიის სააგენტოს ნაყოფიერ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვადასხვა კონფესიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, დააფასა ასევე ამ გამოფენის ორგანიზებას, რომელსაც , გარდა ზემოაღნიშნული მნიშვნელობისა, აქვს ასევე ახალგაზრდა და მოზარდი თაობის პატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით აღზრდის მიზანი. გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს თან ახლდნენ ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისისა და თეთრიწყაროს რაიონების სომხების სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ჰუსიკ ჰარუთუნიანი, სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების დირექტორი კარენ ერიციანი. |