1geo

fb you od

თბილისში ყვავილებით შეამკეს სომხური არმიის გენერლების საფლავები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 28 იანვარს, სომხური არმიის დღეს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მეუღლესთან ერთად, საელჩოს დიპლომატებმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის პერსონალისა და მღვდელმსახურთა 1თანხლებით, თბილისის სომხური საზოგადოების მონაწილეობით „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს ყველა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში დაღუპული სომეხი ჯარისკაცების 2ხსოვნის უკვდავსაყოფად.

უკვე ტრადიციად ქცეულმა სომხური არმიისადმი მიძღვნილმა ცერემონიამ გადაინაცვლა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალული სომეხი გენერლების საფლავებთან. ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის თაოსნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვის, ივანე ლაზარევის, ბორის შელკოვნიკოვის, არზას ტერ-ღუკასოვის საფლავებთან აღევლინა პარაკლისი. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სახელით გვირგვინით და 3ყვავილებით შეიმკო ერის ღირსეული შვილების საფლავის ქვები.

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე, სომხურ არმიას წინსვლა, ჯარისკაცებს - მტკიცე ნება და მშვიდობიანი მსახურება უსურვა, ასევე ისურვა, რომ იყოს მშვიდობა და სომხურ 4არმიას არ დასჭირდეს თავისი ძალის და სიძლიერის ჩვენება მსოფლიოსთვის.

თავის გამოსვლაში საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა, ისაუბრა სომხური არმიის გამარჯვების გზაზე, ხაზი გაუსვა სომეხი სამხედრო პირის მსახურებას, ვინც თავდადებულად იცავს ქვეყნის საზღვრებს, უზრუნველყოფს ერის და სამშობლოს სიმშვიდეს. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხური სახელმწიფოებრიობის არარსებობის პირობებში ნიჭიერი სომეხი სამხედრო მოსამსახურეების ვარსკვლავედის წარმომადგენლები არა მხოლოდ ემსახურებოდნენ რუსეთის იმპერიას, არამედ რუსეთ-თურქეთის ომის დროს 5მონაწილეობდნენ უძველესი სომხური დასახლებების განთავისუფლებაში და მხარს უჭერდნენ სომხობას. პოლკოვნიკმა რამაზიანმა ხაზგასმით ისაუბრა ერის შვილების მოვალეობას - ყველგან და ყოველთვის პატივი მიაგონ ერის ღირსეული შვილების ხსოვნას.

ეკლესიის „მაკარ ექმალიან“ გუნდმა შეასრულა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)