1geo

fb you od

სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით აღინიშნება სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსის და 14 ჯარისკაცის ხსენების დღე. დღესასწაული მოძრავია, წელს აღინიშნა 27 იანვარს, ენთუზიაზმი კი შესამჩნევი იყო ჯერ კიდევ წინასადღესასწაულო ცერემონიაზე. სურბ სარგისის დღესასწაული უნიკალური საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც სომეხთა ეკლესიის გარშემო აერთიანებს ათასობით არა მხოლოდ სომეხ, არამედ არასომეხ ახალგაზრდებს. ასე იყო წელსაც.

2018 წლის 26 იანვარს, პარასკევს, ტრადიციის თანახმად თბილისის სომეხი ახალგაზრდობა შეიკრიბა ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, მორწმუნეთა პროცესია ეკლესიის სულიერი მამების - მღვდელ ვირაპ ღაზარიანის და მღვდელ მანუკ ზეინალიანის წინამძღოლობით, დიაკვნების მონაწილეობით, ხატებით და ცნობილი მხატვრის, სუსანა მკრტჩიანის მიერ ეკლესიისთვის შემოწირული მშვენიერი ბაირაღით, დაიძრა დედაქალაქის ხარფუხის 1უბანში მდებარე , 1883 წელს აგებულ „სურბ სარგის“ სამლოცველოსკენ.

მსვლელობის გზაზე პროცესია შეჩერდა და დაცვის ვედრებით მრევლმა ლოცვა აღავლინა შამქორეცოც "სურბ ასტვაწაწინ" ეკლესიის ნანგრევებთან და შემდეგ გააგრძელა მსვლელობა.

განსაკუთრებულია სამლოცველოში შესვლის, სანთლის დანთების და ლოცვის ნება და სურვილი. ამის მოწმობაა  წვიმიან  და სუსხიან ამინდში მორწმუნეთა, 2რომელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდაა,    ხალხმრავალი პროცესიის მონაწილეებმა რიგ-რიგობით მოილოცეს პატარა, მაგრამ ყოვლისშემძლე სამლოცველოში, საგალობლების გალობით, პროცესია დაბრუნდა „სურბ გევორგ“ ეკლესიაში, სადაც მათ შეუერთდნენ ასობით მორწმუნეები.4

ხალხმრავლობა იყო საკათედრო ტაძარში. საქართველოს სომეხთა ეკლესიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით ჩატარდა ქრისტიანული რწმენისთვის წამებულ წმინდანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წინასადღესასწაულო ცერემონიალი - „ნახატონაკი“, რომელსაც ესწრებოდნენ არა მხოლოდ სომხები, არამედ სხვადასხვა ერის წარმომადგენელი მორწმუნეები.

ეპარქიის წინამძრვარმა ქადაგებაში ისაუბრა დღის საიდუმლოს -  სურბ  სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის მარტიროსის და 14 ჯარისკაცის ქრისტიანული 5რწმენისთვის თავდადებაზე. და შეახსენა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის განკარგულებით სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული  გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ.  მეუფე ვაზგენმა სურბ სარგისის კურთხევით ახალგაზრდებს უსურვა 6ბედნიერება, მრევლს - ჯანმრთელობა, საქართველოს, სომხეთს და არცახს - მშვიდობა და კეთილდღეობა.   

სურბ სარგისი   სიყვარულის მფარველია.     ხალხური ტრადიციის თანახმად, წინასადღესასწაულო ცერემონიალის შემდეგ ახალგაზრდებს დაურიგდათ მარილიანი კვერები, რასაც უკავშირებენ სასიძოს ან საპატარძლოს დასიზმრებას.  

27 იანვარს, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში სურბ სარგისის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა.

66 10