1geo

fb you od

საახალწლო საჩუქარი შაუმიანელ ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 2178-29-12-17-12-462017 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში   საკვირაო ღვთისმსახურება აღავლინა ქვემო ქართლის რეგიონის თეთრიწყაროსა და ბოლნისის  სომხების  სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა  ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.IMG 2179-29-12-17-12-46

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, სულიერმა მოძღვარმა   ყველას გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მრევლისადმი მიძღვნილი მილოცვა  და კეთილი სურვილები.

მამა ჰუსიკმა ყველას მიულოცა დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე შეატყობინა ქველმოქმედთა მიერ ორგანიზებულ შემოწირულობაზე, რამაც სადღესასწაულო განწყობა შექმნა განსაკუთრებით ბავშვებში.    

სასიხარულოა, რომ „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში ყოველწლიურად შეიმჩნევა მრევლის IMG 2180-29-12-17-12-46გააქტიურება, თითქმის ყველა საეკლესიო ცერემონიას ესწრებიან ბავშვები, რაც გარანტია მათი ქრისტიანული სულისკვეთებით სულიერი აღზრდისა.   

ადგილობრივმა მორწმუნეებმა მადლობისა და მადლიერების სიტყვები თქვეს, ქალბატონი ასიას და დანარჩენი ქალბატონების მიერ მოწყობილი შემოწირულობისთვის, კმაყოფილება გამოთქვეს IMG 2182-29-12-17-12-46ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით მღვდელმსახურთა უანგარო და    ერთგული სამსახურისთვის.   

ბავშვებს გადაეცათ საახალწლო   საჩუქრები, რითაც „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა. ბავშვები, მიღებული საჩუქრებით, მხიარულად დაბრუნდნენ სახლებში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)