1geo

fb you od

ვკითხულობთ ანაჰიტ ბოსტანჯიანს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1რამდენიმე თვის წინ გახსნილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულმა  და ახალგაზრდულმა  ცენტრმა მიზნად დაისახა   შეხვედრებით, დისკუსიებით, გამოფენებით, პრეზენტაციებით, გაცნობებით და უბრალოდ ვიზიტებით სომხური სათვისტომოს წევრების სხვადასხვა ინტერესების დაკმაყოფილების საქმიანობას.   ცენტრი ასევე ლამაზი ინიციატივების ავტორია.  უკვე დამკვიდრდა და უწყვეტი სახე ექნება ღონისძიებათა ისეთ საინტერესო სერიას, როგორიცაა „ვკითხულობთ1 ... „ სხვადასხვა ავტორთა ნაწარმოებების შესახებ საჯარო განხილვებს.   

მართლაც, ოვანეს თუმანიანის სახლის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დიდი ლორელის მუდამ ცოცხალი შემოქმედებითი ატმოსფეროს შენარჩუნებაა, მისი პოპულარიზაცია თაობებში. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ სერია დაიწყო თუმანიანის  ზღაპრების, ლექსების, ტაეპების, ასევე სომხური ლიტერატურის სხვა 2დიდებულთა ნაწარმოებების კითხვით.  

2017 წლის 9 დეკემბერს, თბილისის "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ სახლში გაიმართა ლიტერატურული საღამო სახელწოდებით „ვკითხულობთ ანაჰიტ ბოსტანჯიანს“.   

მაგიდაზე ანაჰიტ ბოსტანჯიანის საავტორო წიგნები ეწყო, თარგმანები, გამონათქვამები, სტატიები, ესეები, ეკრანიდან კი - დარბაზს უყურებდა ანაიდა - მიმზიდველი, გავლენიანი და მმართველი ...3

ნიჭიერი ანაჰიტ ბოსტანჯიანის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებების სუნთქვა,  უდროოდ დაკარგვის ტკივილი სუფევდა დარბაზში,  სადაც შეიკრიბნენ ლიტერატურის და კითხვის მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები, პოეტისა და მთარგმნელის მეგობრები, ახლობლები, კოლეგები, მისი შემოქმედების გულშემატკივრები. ესწრებოდნენ უდროოდ გარდაცვლილი პოეტის ღირსეული ქალიშვილები, ოჯახის წევრებთან ერთად.

ცენტრის ხელმძღვანელ  გისანე ჰოვსეფიანს, ვინც ყოველ ჯერზე თავისებურად და 4საინტერესო ფორმატით ატარებს კითხვებთან დაკავშირებულ სერიას, ამჯერადაც მომზადებული ჰქონდა  პოეტის ლექსებით, აფორიზმებით, ტაეპებით გაფორმებული ფოთოლ-პერგამენტები, რაც გახდება მკითხველის მოგონებების   თანამგზავრი.   

გისანე ჰოვსეფიანმა, გახსნა ღონისძიება, დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები, ყოველდღიურ ლოცვასავით გულის სიტყვა თქვა ერის ღირსეული შვილების მისამართით, ვისი წყალობით სრულიად სომეხთა პოეტის სახლი გახდა თბილისელი სომხების საკუთრება, გადაიქცა სამეცნიერო, შემოქმედებით, კულტურულ ცენტრად.5

დამსწრეებს მიესალმა სომხური პროდიუსერული საზოგადოების თავმჯდომარე მარინა აბელიანი. დედა სამშობლოდან ჩამოსულმა სტუმარმა წიგნების დიდი შეკვრა ჩამოიტანა ერევნის ავეტიქ ისაჰაკიანის სახელობის ბიბლიოთეკიდან და ასევე დირექტორის ჰასმიკ კარაპეტიანის მიმართვა თუმანიანის სახლსა და აქ შესაქმნელ ბიბლიოთეკას.  ქალბატონ ჰასმიკ კარაპეტიანზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სახლის იერსახემ, მან კვლავ ჩამოსვლის და წიგნების ახალი შეკვრის ჩამოტანის პირობა დადო, ასევე ბიბლიოთეკას აჩუქა ერვანდ ქოჩარის 6შესრულებული ოვანეს თუმანიანის ესკიზი.

შემდეგ გამოვიდნენ გივი შაჰნაზარი, მერუჟან შაუმიანი, მიხაილ ანანოვი, როზა ზოჰრაბიანი, ლევონ ჩიდილიანი, ლევან წალუგელაშვილი, მანუკ მანუკიანი და სხვები, რომელთა გამოსვლები მოიცავდა დაფასებას, მოგონებას, სევდას და დაშორების ტკივილს, პარალელურად კითხულობდნენ ნიჭიერი პოეტის ტაეპებს და მის გამონათქვამებს.   

უფროსმა ქალიშვილმა, მარინემ, ისაუბრა ანაჰიტ ბოსტანჯიანის „კამურჯ“ წელიწდეულზე, რომელშიც ლიტერატურის დაუღლელი და დაუზოგავი მუშაკი  თავს უყრიდა,  აქვეყნებდა და მკითხველს წარუდგენდა თავისი კოლეგების პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, თარგმანებს, რომლებიც აახლოვებდნენ სხვადასხვა ხალხებს, ქმნიდნენ და ავითარებდნენ   ლიტერატურულ კავშირებს.  "კამურჯი” (ხიდი) იყო მისი მესამე შვილი, რომელსაც ეალერსა და გაზარდა  ბედისწერის სასტიკი დარტყმით   უდროოდ დაქვრივებულმა  მისმა ახლგაზრდა დედამ.   

უმცროსმა ქალიშვილმა,  გაიანემ, დამსწრეებს აუწყა „კამურჯ“ წელიწდეულის და „კამურჯ“     ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები"  არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის უწყვეტად გაგრძელების თავისი  ნაკისრი ვალდებულების  შესახებ.

აი  ასეთი იყო ანაჰიტ ბოსტანჯიანის პოპულარობისადმი მიძღვნილი  ლიტერატურული საღამო.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)