გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ხაჩქარების კურთხევა სოფელ დილისკაში |
სიახლეები |
1948 წლის 9 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო "გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი განხორციელებისთვის დასჯის შესახებ" კონვენცია. მოგვიანებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 2015 წლის გადაწყვეტილებით, 9 დეკემბერი გამოცხადდა დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნის, ღირსების და ამ დანაშაულის პრევენციის საერთაშორისო დღედ. ამ დღეს მიეძღვნა 2017 წლის 9 დეკემბერს ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში გენოციდის წმინდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსოვნის პატივის მისაგებად ხაჩქარების აღმართვის ცერემონია. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ ჯავახეთის მხარეში ცივი ზამთრის ქარიშხლიანი დღეები იყო, თითქოს ბუნებამაც გადაწყვიტა ყინვის შენელება და ღვთისმოსავი ხსოვნის ხაჩქარების კურთხევის ხელშეწყობა, ციდან კი სომეხ უდანაშაულო მსხვერპლთაგან წამოსულმა სითბომ და კურთხევამ დღე გახადა მზიანი და სასიამოვნოდ თბილი, ადგილობრივი „სურბ სარგის“ ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო მორწმუნეებით. ხაჩქარების კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ჰენზელ მკოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერი იურიკ უნანიანი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, მერი ანივარდ მოსოიანი, "რაფაელ ჯავახ" განათლების და კულტურის ცენტრის დირექტორი ჟორა სნხჩიანი, "ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აშოტ ჰაკობიანი, სხვა მაღალი თანამდებობის პირები და მრავალი მორწმუნე. საეკლესიო ცერემონიალს თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სასულიერო პირების და დიაკვნების თანხლებით. სტუმრებს ტრადიციული პურითა და მარილით დახვდნენ ანსამბლ „დილისკის“ აღსაზრდელები. წარმოშობით დილისკელი, ამჟამად რუსეთში მცხოვრები ნაირი ნაჰატაკიანის ქველმოქმედებით ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შემდეგ გაიხსნა ადგილობრივი „სურბ სარგის“ ეკლესია, მშვენიერი ფრესკებით მოხატული საკურთხევლით და ნათლობის აუზით. საეკლესიო კურთხევის ცერემონიალის შემდეგ, გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ორი ხაჩქარი გაიხსნა. ერთი მიეძღვნა უცნობ ჯარისკაცს (ქველმოქმედი: ფილოს მანუკიანი), მეორე კი - წმინდა მოწამეთა ხსოვნას (ქველმოქმედი: ვანიკ მოსოიანი). ხსოვნის ქაჩქარების კურთხევის წესი შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ, მღვდელმსახურთა მონაწილეობით. დილისკის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ტიგრან მხითარიანი მიესალმა დამსწრეებს, ქედი მოიხარა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის წინაშე, მადლიერება გამოუხატა ქველმოქმედებს, შესრულებული სამუშაოების და სოფლისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დილისკელებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და მამობრივი სიყვარული. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ისაუბრა სომეხი ხალხისთვის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ მილიონნახევარ უდანაშაულო მსხვერპლთა წმინდანად შერაცხვის შემდეგ ეს პირველი ხაჩქარია, რომ აღიმართა საქართველოში, და სომეხი ხალხის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობის და სოლიდარობის საიდუმლოს ატარებს, ქართულ მიწაზე ხდება წმინდა მსხვერპლთა მიმართ პატივის მიგება. მეუფე ვაზგენმა მადლიერება და კმაყოფილება გამოუხატა სოფელ დილისკის მცხოვრებლებს და ქველმოქმედებს, ხელოსან-მშენებლებს, ეკლესიის სამშენებლო აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელს, სპარტაკ კარახანიანს, და თემის ყველა პატივცემულ პირს, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ეკლესიისთვის უფრო ფეშენებელური და კეთილმოწყობილი სახის მისაცემად. მეუფე ვაზგენმა თავისი წინამძღრული დაფასება გადასცა მღვდელ ტიგრან მხითარიანს, ერთგული მსახურების და სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. მეუფემ კურთხევის სიტყვა უთხრა ასევე მღვდლის მეუღლეს - ლიანა მხითარიანს, საორგანიზაციო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. გენოციდის დაგმობის, მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატი ჰენზელ მკოიანი. ამ უკანასკნელმა ისაუბრა გაეროს მიერ შერჩეულ გენოციდის დღის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ დადგება დღე, როდესაც მთელი მსოფლიო დაგმობს კაცობრიობის, კერძოდ, სომეხი ხალხისადმი ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულს. დილისკის „სურბ სარგის“ ეკლესიის ეზოში დღე დასრულდა ქველმოქმედთა მიერ მოწყობილი შესაწირის კურთხევით და გამასპინძლებით. შემდეგ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა სულიერი მამების თანხლებით ეწვია დილისკის ვარდან ნაჰატაკიანის სახელობის მე-4 საბავშვო ბაღს, სადაც სტუმრებს დახვდნენ დიდი ენთუზიაზმით, პურითა და მარილით. მეუფემ აკურთხა და დააფასა საბავშვო ბაღის პედაგოგიური პერსონალი, ვინც 95 აღსაზრდელის აღზრდა-განათლებით არის დაკავებული, წინამძღვარმა დამსწრეებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და საბავშვო ბაღს შემოწირულობა გაუკეთა. |