გრძელდება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალურ ვიკარიატში |
სიახლეები |
2017 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდი არაგიალის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღო საღმრთო ლიტურგიაში, რომელიც აღევლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულთან დაკავშირებით. მწირველი მღვდელი იყო ნინოწმინდის რაიონის სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი. საღმრთო ლიტურგიის დროს ეპარქიის წინამძღვარმა სათანადოდ იქადაგა, დალოცა და დააფასა ბატონი და ქალბატონი აიდა და არტურ ისოიანები ამ ბრწყინვალე ეკლესიის აშენებისთვის. მეუფე ვაზგენმა დამსწრეებს მიულოცა დღესასწაული. ეკლესიაში მოსული დიდი არაგიალის მცხოვრებლებმა საღმრთო ლიტურგიის დროს მიიღეს ზიარება. იმავე დღეს ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში ეპარქიის წინამძღვარი შეხვდა ნონოწმინდის ახლად არჩეულ მერს ანი მოსოიანს და რაიონის საკრებულოს ხელახლა არჩეულ თავმჯდომარეს, სმბატ კიურეღიანს. მეუფე ვაზგენმა მიულოცა ახლად არჩეულ თანამდებობის პირებს, უსურვა ეფექტური და დინამიური საქმიანობა, ხალხის საკეთილდღეოდ. ეპისკოპოსმა ვაზგემა ხაზი გაუსვა სულიერ და რელიგიურ ცხოვრებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობას და დააფასა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ნინოწმინდის რაიონის მოქმედი ეკლესიებისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერა. მეუფემ ანი მოსოიანს, საქართველოში ერთადერთ ქალბატონ მერს, ყვავილების თაიგული და სამახსოვრო საჩუქარი უბოძა. ახლად არჩეულ ლიდერებს მიულოცა ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა ბატონმა არტაკ გრაბსკიმ. შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს სამუშაო შეხვედრა ჰქონდა ახალქალაქის საკრებულოს ახლად არჩეულ წევრთან, სამველ პეტროსიანთან. ეპარქიის წინამძღვარმა სამღვდელოების და თანამშრომლების სახელით მას მიულოცა საკრებულოს შემადგენლობაში არჩევა. იმედი გამოთქვა, რომ ბატონი პეტროსიანი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებელს მოუტანს რაიონში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტის საქმეს. შემდეგ მეუფე ვაზგენი, არტაკ გრაბსკისთან ერთად ეწვია ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც შეხვდა სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობოს ორგანიზაციების საბჭოს კოორდინატორს, არტაკ გაბრიელიანს და სრულიად სომეხთა დახმარების კავშირის ფილიალის გამგეობის თავმჯდომარეს, კარინე თადევოსიანს. ცენტრში გაიმართა ეპარქიის წინამძღვრის შეხვედრა მოსწავლეებსა და პედაგოგიურ კოლექტივთან. სტუმრებს მიულოცა არტაკ გაბრიელიანმა და მათ წარუდგინა ცენტრში მიმდინარე სამუშაოები. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მაღალი შეფასება მისცა არტაკ გაბრიელიანის საქმიანობას რეგიონში და მხარი დაუჭირა პროგრამებს, რომლებიც მიმდინარეობს ცენტრში. მეუფე ვაზგენმა ცენტრს აჩუქა თბილისელი სომეხი მხატვრის, თენგიზ მიკოიანცის, ფერწერული ტილო, თბილისის გამოსახულებით. საღამოს, მეუფე ვაზგენი შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრს, სამველ მანუკიანს და მას გაუზიარა ბოლო დღეებში სამცხე-ჯავახეთსა და წალკაში ვიზიტის შთაბეჭდილებები. დიპლომატმა არტაკ გრაბსკიმ ისარგებლა შემთხვევით და ეწვია ახალქალაქის კულტურის ცენტრს, ასევე ხელოვნების სკოლას. გვიან საღამოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი შეხვდა მღვდლებს და დიაკვნებს, რომლებიც მსახურობენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში, სადაც განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხება სასულიერო ცხოვრების გააქტიურებას, მორწმუნეთა თემს და სხვა საორგანიზაციო საკითხებს. |