| მერობის კანდიდატი ბათუმის სომხურ ეკლესიას ესტუმრა |
|
|
|
| სიახლეები |
|
შემდეგ მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე და მისი თანმხლები პირები ეწვივნენ მერობის კანდიდატი ასევე შეხვდა ადგილობრივი სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს. ლაშა კომახიძემ წარმოადგინა ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს თავის გუნდთან ერთად, ქალაქის აყვავების და მის მცხოვრებთა საკეთილდღეოდ, ისაუბრა ბათუმის სომხური საზოგადოების მონაწილეობაზე აღნიშნულ პროგრამებში, რომლებიც მოიცავს როგორც კულტურულ, მერობის კანდიდატმა უპასუხა ბათუმელთათვის საინტერესო შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა მშობლიურ ენაზე განათლებას, ეროვნული კულტურის შენარჩუნებას და ბათუმის სომხური სულიერი ცხოვრების განვითარებას. შეხვედრის დასასრულს მამა არარატმა მერობის კანდიდატს მორწმუნეთა სახელით უსურვა არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები - მიზნების განხორციელებაში. |









2017 წლის 18 ოქტომბერს, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას ეწვია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა კომახიძე. კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს დახვდა და მიესალმა აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი, ვინც სტუმრებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და წარუდგინა „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ისტორია და რელიგიური საქმიანობა.
