1geo

fb you od

ჯვართამაღლების დღესასწაული სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMGP0501

სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან უკანასკნელი-ჯვართამაღლება, რომელიც მოძრავია, 2017 წელს, 17 სექტემბერს აღინიშნა.

ჯვრის თაყვანისცემის დღეს, სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წმინდა საკურთხეველზე დიდებულად იყო აღმართული რეჰანით მორთული ჯვარი. დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

თბილისის „სურბ გევორგის" მთავარ საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

წმიდა წირვის დროს თემის წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოზე, განმარტა ჯვრის მნიშვნელობა და მისი ძალა, მორწმუნეებს მოუწოდა საკუთარი რწმენის განმტკიცება, ღირებულების მიცემა, დაცვა, საეკლესიო და საერო დღესასწაულების თაობებისთვის გადაცემა. უფლის სახლთან კავშირის ურღვევად შენარჩუნება.

ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულისადმი მიძღვნილ იმავე დღეს თემის ეკლესიებში, საღამოს ლიტურგიის დასასრულს ჯვართამაღლების წესისამებრ სპეციალური ღვთისმსახურება აღევლინა, იკურთხა დღის სიმბოლო- რეჰანი და ხალხს დაურიგდა.

ხაჩვერაცის (ჯვართამაღლების) დრესასწაული საღმრთო ლიტურგიითა და საზეიმოდ აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის რაიონის ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონებისა და სოფლების სომხურ ეკლესიებში.

IMGP0370 IMGP0432 1 2

3 5 6