1geo

fb you od

„სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში დაიწყო ახალი სასწავლო წელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1a 

2017 წლის 12 სექტემბერს,  მხიარულ განწყობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის   თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში. სამიდან ექვს წლამდე ასაკის 40-ზე მეტი პატარა, მშობლებთან ერთად, ფერადი თაიგულებით ხელდამშვენებულნი მოვიდნენ „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში, სადაც დაიწყო ახალი სასწავლო წელი.

ბავშვებს დახვდნენ და მზრუნველობის მზაობით მიიღეს   ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა   ევგენია მარკოსიანმა, მასწავლებლებმა მეტაქსია ღაზარიანმა, ანი ზეინალიანმა, ძიძამ - ლუსინე პოღოსიანმა, ეპარქიის საეპისკოპოსოს თანამშრომლებმა.   

 „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში  ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება დაიწყო დილის ღვთისმსახურებაში მონაწილეობთ,   უფლისა და სულიერი მამების კურთხევის მიღებით.  საუფლო და დამცავი ლოცვების შემდეგ, ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა  ბავშვებს    მიულოცა ახალი სასწავლო წელი, მათ გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხეული მფარველობა და   უსურვა ჯანმრთელობა, საინტერესო და მხიარული დღეები.

შემდეგ პატარებმა გადაინაცვლეს „ჰაიარტუნ“  ცენტრში, სადაც მათ დახვდნენ და  მიესალმნენ მიკი მაუსის და მიმის ჩაცმულობით   ეკლესიის მოყვარულმა ახალგაზრდებმა მარინე სუმახიანმა და აიდა ბაზოიანმა, მათ პატარებს ბუშტები აჩუქეს.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ეპარქიის  განათლების განყოფილების დირექტორმა   ევგენია მარკოსიანმა,     პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა, კულტურის განყოფილების დირექტორმა    და "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა. მათ ხაზი გაუსვეს აღსაზრდელების ყოველდღიურ მონაწილეობას ღვთისმსახურებაში, სომხური სულისკვეთებით აღზრდას და სომხურ სკოლაში სწავლის უპირატესობებს, წარმოადგინეს საბავშვო ბაღის საქმიანობის, ბავშვების აღზრდის მიმართულებები. პირველი დღე საბავშვო ბაღში დაიწყო ახლად მოსულების ტირილით, უფროსჯგუფელების    შეხვედრის სიხარულით, სიმღერითა და ცეკვით, რომელშიც ქორეოგრაფ სურენ აბრამიანის ინიციატივით ჩაებნენ ასევე მიკი მაუსი და მიმი, უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები, ასევე ახლად მოსულები.

საბავშვო ბაღი    მზად, გაკვეთილების გამართული ცხრილით  და განაწილებული გაკვეთილებით, პროფესიონალი პედაგოგიური შემადგენლობით შეუდგა    მუშაობას. აქვე დავსძენთ, რომ   აქ ბავშვები,  გარდა შემეცნებითი და საგანმანათლებლო თამაშებისა,  სწავლობენ სიმღერას, ცეკვას, ფერწერას,  ხელნაკეთობების დამზადებას, უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები კი იღებენ დაწყებით ცოდნას არითმეტიკაში, სწავლობენ წერა-კითხვას,  სომხურს, ქართულს,  იღებენ ზოგად     განათლებას რელიგიურ აღზრდაში.     საბავშვო ბაღში დღე იწყება დილის 9 საათსა და 30 წუთზე და სრულდება   16 საათსა და 30 წუთზე.    საბავშვო ბაღში  მიღება გრძელდება სექტემბრის ბოლომდე.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღი მოქმედებს 2011 წლიდან.   შეიქმნა ეპარქიის წინამძღვრის ინიციატივით და მიზნად ისახავს სომეხი ბავშვის სომხური სულისკვეთებით აღზრდას და სომხურ სკოლაში გაძღოლის ეროვნულ საქმეს.    აქ მოქმედებს  უმცროსების და უფროსების ჯგუფები.    ამჟამად საბავშვო ბაღში ირიცხება 50-მდე  ბავშვი. ახალ მოსულთა რაოდენობა 25  არის. არის მოლოდინი, რომ რაოდენობა გაიზრდება.   შარშანდელი გამოშვების     19 კურსდამთავრებულთაგან 11 სომხურ სკოლაში შევიდა. წინა წლებმა გვიჩვენა, რომ „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სკოლაში გამოირჩევიან მაღალი მომზადების დონით.

1 2 3 4 

5 6 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)