1geo

fb you od

დაიწყო მუშაობა ბანაკმა „არავოტ ლუსო“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 1 

2017 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" საგანმანათლებლო და კულტურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიხსნა 10 დღიანი ბანაკი „არავოტ ლუსო“.

ბანაკს მფარველობს სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატი და მშობელთა ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს საკვებით. ბავშვების რაოდენობა 40-ს აღწევს. ისინი სწავლობენ ლოცვებს, სიმღერებს და ცეკვებს, ოსტატდებიან მხატვრულ კითხვაში, ზეპირმეტყველებასა და საბავშვო თამაშებში.

ბანაკის ჯგუფების ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვების დღე საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. ბანაკის საქმიანობას უძღვებიან და ზედამხედველობენ ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი მღვდელი არმაშ პოღოსიანი და ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი.

1 2 1 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)