1geo

fb you od

თუმანიანის სახლის კარი კვლავ ღიაა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

h.tumanyan 

2017 წლის 5 აგვისტოს, ოვანეს თუმანიანის თბილისურ უკანასკნელ ბინაში, ამაღლების ქუჩის 18 ნომერში, გაიმართა "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული ცენტრის გახსნა, რაც ახალი გვერდი გახდა სომხურ-ქართული კულტურული კავშირების ქრონოლოგიაში.

ამ ისტორიული მოვლენის საფუძველი დიდი თუმანიანის 100 წლის წინანდელი ბინის დაბრუნებაა თბილისის სომხური საზოგადოებისთვის, ბინის, რომელსაც თავის დროზე დიდი სიყვარულით სტუმრობდნენ კომიტასი და შირვანზადე, ისაჰაკიანი, ფაფაზიანი, მარი, იაშვილი, ტაბიძე, გრიშაშვილი, ბრუსოვი და სხვები, სადაც ეწყობოდა ლიტერატურული საუბრები, კონფერენციები, გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების განხილვები, შეისწავლიდნენ სომხური, ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ სომხური სათვისტომოსგან გაუცხოებული ყოველთა სომეხთა დიდი პოეტის სახლის ბედი გადასაწყვეტი იყო: კერძო მესაკუთრის მფლობელობაში არსებული უმოქმედო ბიბლიოთეკის ნაწილი და მემკვიდრეებისთვის დარჩენილი ნახევრად დანგრეული ბინა.

თუმანიანის სახლი მის კანონიერ მფლობელს გადაეცა სომხეთის მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ლევონ ანანიანის, ძალისხმევით, ვისაც მხარი დაუჭირა გიუმრის ყოფილმა მერმა, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ვარდან ღუკასიანმა და ფონდ IdeA-ს თანათავმჯდომარემ, რუბენ ვარდანიანმა. მთლიანი სახით საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის გადაცემული ბინის სარემონტო სამუშაოების და კეთილმოწყობის საქმე განხორციელდა ჯინიშიან ხსოვნის ფონდის, ფონდ IdeA-ს და ეპარქიის სახსრებით.

ოვანეს თუმანიანის განახლებული სახლის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დელეგაცია, სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები საქართველოდან, სომხეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, თბილისის სომხური საზოგადოებრივი სტრუქტურების ხელმძღვანელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები.

ცენტრის გახსნის ცერემონია დაიწყო თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში ოვანეს თუმანიანის საფლავის გვირგვინით შემკობით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის და ტავუშის ეპარქიის წინამძღვრების თავმჯდომარეობით შესრულებული პანაშვიდის წესით.

"ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული ცენტრის ლენტი გაჭრეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ვარდან ღუკასიანმა, ფონდ IdeA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედგარ მანუკიანმა, ჯინიშიან ფონდის აშშ-ს სათაო ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა ელზა მანასიანმა. მღვდელმსახურთა მონაწილეობით ახლად გახსნილ ცენტრში შესრულდა სახლის კურთხევის ცერემონია.

"ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული ცენტრის საქმიანობის და მომავლის ხედვების შესახებ მოხსენებით გამოვიდა ცენტრის დირექტორი გისანე ჰოვსეფიანი.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის, გარეგინ მეორის, კურთხევის და კეთილი სურვილების გზავნილი წაიკითხა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, წარმოდგენილი იქნა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის ჰრანუშ ჰაკობიანის, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იური ვარდანიანის, მოლოცვები.

სახლის სათვისტომოსთვის დაბრუნების, აღდგენითი სამუშაოების და კეთილმოწყობის სამუშაოების ისტორია წარმოდგენილ იქნა ვიდეოფილმით.

შემდეგ მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ერევნის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ნარინე თუხიკიანი, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ედუარდ მილიტონიანი, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სოს სააკიანი, ცხონებული ლევონ ანანიანის შვილი, არმენპრეს სააგენტოს დირექტორი არამ ანანიანი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, საქართველოს სომეხ მწერალთა“ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი, პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, "ჰაიარტუნ" ცენტრის დირექტორი ლევონ ჩიდილიანი.

შემდეგ ყოველთა სომეხთა პოეტის სახლის ეროვნული მიზნების მსახურებაში გამოყენებასთან დაკავშირებით მისალოცი სიტყვა თქვეს ქველმოქმედებმა, შემომწირველებმა.

ინდივიდუალური შემსრულებლის, ანა ბადალიანის სიმღერის, ლიზა თოროსიანის და ლევონ ჩიდილიანის დეკლამაციის, ჟანა დავთიანის თოჯინის გამოსვლის სინთეზით გადმოიცა ის უტყუარი სიყვარული, რომელიც აქვს ხალხს დიდი პოეტისადმი.

ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მეუფე ვაზგენმა მადლიერების სიტყვით მიმართა ყველა ქველმოქმედს, მხარდამჭერებს, ეროვნული საქმის განხორციელებისა და თუმანიანის ისტორიული სახლის თბილისის სომხური სათვისტომოსთვის დაბრუნებისთვის და მათ აჩუქა თბილისელი ცნობილი სომეხი მხატვრების მერუჟან შაუმიანის, თენგიზ მიკოიანცის ნამუშევრები.

ცენტრის გახსნა საჩუქრებით მიულოცეს ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის თავმჯდომარემ სოს საჰაკიანმა, მოსკოვში მცხოვრებმა ლამარა ათოიანმა, თბილისში მცხოვრებმა მერუჟან შაუმიანმა, თენგიზ მიკოიანცმა, ვალიკო არაქელიანმა და სხვებმა.

დიდი თუმანიანის სახლის შესაფერისი ახლად გახსნილი ცენტრი ამიერიდან დაკავდება ლიტერატურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობით, ერთ-ერთი დარბაზი ატარებს ლევონ ანანიანის სახელს, სადაც გაიმართება სომეხი და ქართველი მწერლების შეხვედრები, წიგნების განხილვები, ცენტრში შეიქმნება ეთნოგრაფიის კვლევებისა და განვითარების, ხელოვნების მოღვაწეთა კულტურული კავშირების კერა, თოჯინების თეატრი, სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ვირტუალური უნივერსიტეტის ფილიალი, საქართველოს სომეხთა სასულიერო, კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმი, ბიბლიოთეკა.

IMG 9396 IMG 9418 IMG 9437 IMG 9490 

IMG 9502 IMG 9551 IMG 9682 IMG 9717 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)