1geo

fb you od

"ოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის გახსნას კონცერტი მიეძღვნა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

m.e 

2017 წლის 4 აგვისტოს,“სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარი ხალხმრავალ დარბაზად იყო ქცეული, სადაც კონცერტით გამოვიდა საკათედრო ტაძრის გუნდი „მაკარ ეკმალიანი“ . კონცერტი მიეძღვნა ოვანეს თუმანიანის თბილისის ბინაში "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის გახსნას. ქორმაისტერ სვეტლანა ტატოევას და პიანისტ კარენ მირზოიანის ძალისხმევით გუნდმა მაყურებელს წარუდგინა რჩეული კლასიკური და სულიერი სიმღერები.

კონცერტს კურთხეული დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ცენტრის პრეზენტაციასთან დაკავშირებით თბილისში ჩამოსულმა სტუმრებმა: მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დელეგაციის წევრებმა, ტავუშის ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით, კონცერტს ასევე ესწრებოდნენ სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ედუარდ მილიტონიანი, „ჯინიშიან ხსოვნის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი არმენ ჰაკობიანი, მეუღლესთან ერთად, საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები არტურ სარგსიანი, კარენ პარუნაკიანი და არტაკ გარბსკი, სასულიერო პირები, სათვისტომოს ლიდერები, მრავალი მორწმუნე.

ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.

უნიკალური სილამაზით მოხატულ უძველეს ტაძარში წმინდა ჟღერადობით გავრცელდა კომიტასის, ეკმალიანის, შუბერტის, ტიგრანიანისა და სხვა კლასიკური სიმღერები გუნდისა და სოლისტების მიქაელ ნაზარიანის, სერგეი ალექიანის, ნანა ზაკუტოვას და ქორმაისტერ სვეტლანა ტატოევას შესრულებით.

სულში ჩამწვდომმა სიმღერამ და მუსიკამ არა მხოლოდ დამსწრეები აღაფრთოვანა , არამედ ეკლესიაში მოიყვანა მრავალი ტურისტი, ხელოვნების შედევრებით დასატკბობად.

კონცერტის დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მადლიერებით მიმართა გუნდის წევრებს, ქორმაისტერს და პიანისტს, ლამაზი კონცერტის ჩატარებისთვის და სიტყვა გადასცა მის ყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე ბაგრატს. ტავუშის ეპარქიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ასწლეულების წინ ძველი თბილისის სომხური სათვისტომოს როლსა და მნიშვნელობას სომხური სულიერი და საერო ცხოვრების ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში, ასევე ისაუბრა თბილისის ყოფილი ღირებულებების სომხური სათვისტომოსთვის დაბრუნების და თუმანიანის ყოფილი ბინის სამეცნიერ- კულტურულ ცენტრად ქცევის საქმეში მეუფე ვაზგენის და სომეხთა სათვისტომოს როლსა და მნიშვნელობაზე. მეუფე ბაგრატმა გუნდს მიულოცა ლამაზი კონცერტის ჩატარება და უსურვა ყოველთვის და ყველგან სასულიერო და კლასიკური სიმღერების საშემსრულებლო დიდი ოსტატობით შესრულება.

ღონისძიება დასრულდა ორი ეპისკოპოსის და მღვდელმსახურთა დამცავი ლოცვით.

IMG 9235 IMG 9320 IMG 9329 IMG 9340 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)