1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში "თბილისური ეზო" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 8 ივლისს, თბილისის ჯავახიშვილის ქუჩის 37-ე ნომრის ვრცელმა ეზომ უმასპინძლა ძველი თბილისის   მრავალეროვნული კოლორიტით გაჯერებული საზეიმო  ღონისძიების მონაწილეებს.

იყო დრო, როდესაც ხის აივნებიანი, სამსართულიანი შენობებით და მიშენებებით  ეს ეზო იტევდა 68 ოჯახს. მიუხედავად     თაობათა ცვლისა და ოჯახების რიცხოვნობის კლებისა, ეს ეზო ახლაც ინარჩუნებს თავისი კეთილმეზობლური ურთიერთობების სილამაზეს. ამჟამად აქ  მცხოვრები ქართველი,  სომეხი, ბერძენი, ებრაელი და სხვა ხალხების წარმომადგენელთა შვილები აგრძელებენ ურთიერთობებს, ერთმანეთის გვერდით დგომის,    მხარდაჭერისა და სიხარულის გაზიარების ძველი თბილისური სტილით.   

დედაქალაქ თბილისში ჯერ კიდევ დაცული     ტრადიციული ეზოების მრავალეროვნული მოსახლეობის ყოველდღიურობის, ეროვნული ჩვეულებების და კულტურის წარმოჩენისკენაა მიმართული "ArtareaTV"  ტელეკომპანიის პროექტი „თბილისური ეზო“, რომელიც ხორციელდება   საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ეზო   ნამდვილად ისტორიულია, თავისი  ხის აივნებით, აღმოსავლური ორნამენტებიანი ხალიჩებით, ხვეული კიბეებით, გადაჭიმული სარეცხის თოკებით, ეზოში მოთამაშე ბავშვებით და ნარდის მოთამაშეებით. ეზოს ცენტრში  აწყვია  სხვადასხვა მუსიკალური საკრავი, ავტოფარეხების სახურავებზე, აივნებზე, კიბეებზე მოკალათებულ მაყურებელს  უნებლიეთ ეზო გადაქცეული ჰქონდა დიდ  დარბაზად.     ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო    საქართველოს პარლამენტის წევრმა  სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიება გახსნა  ტელეკომპანია «ArtareaTV» -ს დირექტორმა სოფიო ხუნწარიამ. პროექტის    ავტორმა  ისაუბრა თბილისისათვის დამახასიათებელი  სპეციფიკური არქიტექტურული, კულტურული და ტრადიციული ურთიერთობებისა და ჩვეულებების შესახებ, რაც საუკუნეების განმავლობაში იყო ქალაქის სავიზიტო ბარათი და უნიკალური საგანძური  და ხიბლი.   

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის    „ჰაიარტუნ“  ცენტრის   ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას და    ერთმანეთის ახლოდან გაცნობის, მეტად დაახლოების, წლების მანძილზე ჩამოყალიბებული  სტერეოტიპებისგან გათავისუფლების ზოგადსაკაცობრიო მიდგომას, რომლის მიღწევა მხოლოდ პატივისცემითა და სიყვარულის გავრცელებითაა შესაძლებელი.   

დამსწრეებს თავისი მშვენიერი  შესრულება აჩუქა  ცნობილმა მომღერალმა ეკა მამალაძემ.

 კონცერტის გახსნის პატივი ხვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრს.   ქეთევან ბაიაშვილის კომენტარებით ერთმანეთის მიყოლებით შესრულდა სომეხი გუსანების სიმღერები - ანა ბადალიანის და აიდა ბაზოიანის მიერ,  გამოვიდა დუდუკისა და დოლის ჯგუფები, ივანე მკრტჩიანის და რობერტ კაშავანიძის ხელმძღვანელობით. სომხური კულტურის ნიმუშების ჩვენების მშვენიერი დასასრული იყო |“ტარონ“ ცეკვის ანსამბლის   შესრულებული ხალხური ცეკვა „კარნო ქოჩარი“.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ებრაული და  აზერბაიჯანული სათვისტომოების  წარმომადგენლებმა, ეროვნული ვოკალური ხელოვნების ნიმუშების შესრულებით.   

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ღონისძიების საბოლოო ნაწილში, მიხეილ მდინარაძის და   მიხეილ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით  ანსამბლ   „ბარაკას“ გამოსვლა.  ლამაზი დასასრული იყო კომპოზიცია,   ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და ებრაული მელოდიების შეერთებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემოაღნიშნულმა სათვისტომოების სოლისტებმა.     

ფესტივალი  "თბილისური ეზო“  გახდა თბილისის ტრადიციული მრავალეროვნული კოლორიტის ჩვენება.

IMG 9526 IMG 9531 IMG 9546 IMG 9569 

IMG 9580 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)