სომეხი ახალგაზრდების ვიზიტი "გარი დავთიანის" კულტურის სახლში |
სიახლეები |
სომეხთა ეკლესიის გარშემო კონსოლიდირებული თბილისელი სომეხი ახალგაზრდები, სომხურ ფესვებთან დაახლოების და მშობლიური ენის შესწავლის მიზნით დადიან „ჰაიარტუნ“ ცენტრის სომხური ენის სწავლების ერთდღიან სკოლაში, მონაწილეობენ ახალგაზრდობის განყოფილების სხვადასხვა კურსებსა და პროგრამებში. მათ ბევრჯერ ჰქონდათ გაგებული მეთოჯინე, ცხონებული გარი დავთიანის და მის სახლში მოქმედი თოჯინების თეატრის შესახებ, მაგრამ კულტურის ამ მშვენიერ სახლში ყოფნის და პირადად თოჯინებთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. 2017 წლის 28 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ინიციატივით, თბილისელი სომეხი ახალგაზრდების აქტივისტების ჯგუფი, განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, პროგრამების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას და ოპერატორ-ფოტოგრაფ გევორგ პოღოსოვის თანხლებით ეწვივნენ „გარი დავთიან“ კულტურის სახლს. სახლის დიასახლისმა, ქალბატონმა ჟანა დავთიანმა ახალგაზრდებს სიყვარულით უამბო გარის შესახებ, ვისი ოსტატი ხელებით „სიცოცხლე“ მიიღეს „კეთილმა, ლამაზმა და ჭკვიანმა“ თოჯინებმა. გაიხსენა რა 90-იანი წლების მძიმე პირობები, უსინათლობის წლებში თოჯინების თეატრის დაარსების განზრახვა, ქალბატონმა ჟანამ ხაზი გაუსვა ადამიანების გამხნევების, სიკეთის შთაგონების და მათ ნაღვლიან სახეზე თოჯინების მშვენიერი თამაშით გამოწვეული პატარა ღიმილის დანახვა იყო მისი ოჯახის იდეა-მიზანი. მართლაც, ხალხური ზღაპარი „ქაჯ ნაზარი“ (მამაცი ნაზარი), რომელიც თანხვედრაში იყო იმ პერიოდთან, მაყურებლის მიერ მიღებულ იქნა სიყვარულით, გაგებით და აღფრთოვანებით. თოჯინების თეატრის მთავარმა წამყვანმა ახალგაზრდებს წარმოუდგინა ნაწყვეტები ჰაგოს, ანჩაფის და სხვა პერსონაჟი-თოჯინების მონაწილეობით. ახალგაზრდები აღაფრთოვანა ჰაგოს პერსონაჟის მიერ ლევონ ჩიდილიანის შესრულებით გევორგ ემინის „უცნაური სომეხი“ ლექსის დეკლამაციამ. ახალგაზრდები მართლაც მოხიბლულნი იყვნენ ამ კოლორიტული სახლის თბილისური სულით, მრავალეროვანი და მშვენიერი მრავლისმთქმელი თოჯინების პერსონაჟებით, კეთილი და რწმენით აღსავსე სომხური ატმოსფეროთი, რომელსაც მოიცავდა უძველესი ავლაბრის უბნის მწვანე ბალახისა და ყვავილების წიაღში მოქცეული ეს ლამაზი და მოკრძალებული "გარი დავთიან" კულტურის სახლი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება მადლიერებას გამოუხატავს ქალბატონ ჟანა დავთიანს, ახალგაზრდების ჯგუფის თბილად მიღებისა და ოსტატი გარი დავთიანის ხელოვნების მათთვის გაზიარებისათვის. |