საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის სამდღიანი ვიზიტი აჭარაში |
სიახლეები |
2017 წლის 22 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელის, ლევონ ჩიდილიანის, ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის და „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის, ევგენია მარკოსიანის და ეპარქიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების დირექტორის, კარენ ერიციანის, თანხლებით სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა აჭარაში, ბათუმის სომხურ სათვისტომოს მორწმუნეებთან და სახელწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად. 22 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ეკლესიის მოყვარულ ახალგაზრდებთან, სადაც განხილულ იქნა ახალგაზრდების განათლების, პროფესიის შეძენის და დასაქმების საკითხები. ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა არარატ გუმბალიანმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აჭარის სომეხი ახალგაზრდები უფრო მეტად აბარებენ ადგილობრივ საზღვაო ინსტიტუტში და პროფესიის მიღებისა და დასაქმების შემდეგ თვეობით წასულები არიან, მოწყვეტილი ქალაქს, ოჯახს, რაც ზოგჯერ იწვევს პრობლემებს მათ ცხოვრებაში. სულიერმა მამამ ახალგაზრდებს მოუწოდა აირჩიონ ისეთი პროფესია, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ადგილზე დასაქმდნენ, დარჩნენ ქალაქში, თავიანთ ოჯახებში, რათა არ დაირღვეს ოჯახური ცხოვრება. შეხვედრის ბოლოს ეპარქიის წინამძღვარმა აკურთხა ახალგაზრდები და მათ წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. იმავე დღეს შეხვედრა გაიმართა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრსა და ოზურგეთში დასაქმებულ პედაგოგებთან. მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა მასწავლებლების საპასუხისმგებლო სამუშაოს და მოუწოდა შემდგომაც იმავე თავდადებით განახორციელონ სომხური თვითმყოფადობის შენარჩუნების, სულიერი და კულტურული ღონისძიებები, რაც მიმართულია აჭარაში სომხური სათვისტომოს ცხოვრების გააქტიურებისკენ. ეპარქიის წინამძღვარმა კმაყოფილება გამოთქვა ცენტრის დირექტორის, სონა ჰოვანისიანის, საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინც ცენტრის საქმიანობას უძღვება გონივრულად, ცენტრში ტარდება მრავალფეროვანი და შინაარსიანი მრავალი ღონისძიება. მასწავლებლებმა დააყენეს ცენტრში ცალკე პიანისტის ყოლის საკითხი, რაც ეპარქიის წინამძღვარმა დადებითად გადაწყვიტა. ასევე განიხილეს ბათუმის "სურბ მესროპ მაშტოც", ოზურგეთის "საჰაკ პართევ“ და ბათუმის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ერთდღიანი სკოლების სამწლიანად გადაქცევის და სექტემბრიდან ბათუმის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის დღის გახანგრძლივების და ბავშვების კვებით უზრუნველყოფის საკითხები. დაყენებული ყველა საკითხი დადებითად გადაწყდა ეპარქიის წინამძღვრის მიერ. იმავე დღეს, საღამოს, პედაგოგების, ახალგაზრდებისა და სომხეთიდან ბათუმში ჩამოსულ ბავშვებთან, მასწავლებლებსა და ბავშვების მშობლებთან ერთად „სურბ ფრკიჩ“ სომხურ ეკლესიაში საღამოს ღვთისმსახურება ჩატარდა. წირვის შემდეგ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მიესალმა დამსწრეებს და ყველა პატარას მამობრივი კურთხევა უბოძა. 23 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, დელეგაციის წევრებსა და „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვართან ერთად ეწვია ბათუმის მერიას და შეხვდა ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს. მეუფე ვაზგენმა კმაყოფილება გამოთქვა „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიისა და ბათუმის სომხური სათვისტომოს მიმართ მერიის ყურადღებისა და პატივისცემისთვის. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და მერმა გიორგი ერმაკოვმა განიხილეს სომხური ეკლესიისა და სომხური სათვისტომოსთვის საჭირბოროტო მთელი რიგი საკითხები. ბოლოს მეუფე ვაზგენმა და ბათუმის მერმა გაცვალეს საჩუქრები. იმავე დღეს “ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრში გაიმართა 2016-2017 სასწავლო წლის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება, ღონისძიებას თავის კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა. ღონისძიების ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა „სურბ მესროპ მაშტოც“ საკვიარაო სკოლის აღსაზრდელებს მიულოცა კურსის დამთავრება, გადასცა თავისი მამობრივი კურთხევა და სერტიფიკატები. გვიან საღამოს დელეგაცია შეხვდა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარს, მღვდელ არარატ გუმბალიანს და ეკლესიის სამრევლო საბჭოს წევრებს. განხილულ იქნა ბათუმის სომხური სათვისტომოს ეკლესიის გარშემო კონსოლიდირების და ეკლესიის საქმიანობის კიდევ უფრო განვრცობის საკითხები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა აჭარის, გურიის, იმერეთის სომხებისა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მამა არარატ გუმბალიანის თავდადებულ მსახურებას. 24 ივნისს, ეპარქიის წინამძღვარმა და დელეგაციის წევრებმა, ბათუმელ მორწმუნეებთან ერთად „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღეს დილის ღვთისმსახურებაში და დაბრუნდნენ თბილისში. |