ბავშვები ჯავახეთიდან ისვენებენ ჰანქავანის უმშვენიერეს ბანაკებში |
სიახლეები |
2017 წლის 19 ივნისს, დაიწყო ჯავახეთის ბავშვების დასვენება სომხეთის რესპუბლიკაში. უკვე მე- 4 წელია საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის და სომხეთის რესპუბლიკის რეგიონალური განვითარების სამინისტროს საერთო ძალისხმევით რეგიონის ბავშვები ზაფხულის არდადეგებს ატარებენ კოტაიქის რეგიონის ჰანქავანის უმშვენიერეს ბანაკებში. ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის და წალკის რაიონებიდან და დამალიდან 100 ბავშვი, ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, მღვდელ ტათევ მარუქიანის თანხლებით ჩავიდნენ ბანაკში „არაგაწ“, სადაც მათ ელოდებოდნენ მათი თანატოლები ერევნიდან და გიუმრიდან. "არაგაწ" ბანაკის მზრუნველი და თბილი ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ძალისხმევას არ იშურებს და ორგანიზებას უწევს ბავშვების ოცდღიანი დასვენებას და ზრუნავს, რომ დასვენება, შეძლებისგვარად, საინტერესო და დაუვიწყარი გახადოს. სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატი
|