მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია თბილისში |
სიახლეები |
2017 წლის 18 ივნისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიამ აღნიშნა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული. დღესასწაულის დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა საღმრთო ლიტურგია. დილიდან მორწმუნეები მიიჩქაროდნენ თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი, მრჩეველი არტაკ გრაბსკი, სათვისტომოს მოღვაწეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მრავალი მორწმუნე. საღმრთო ლიტურგიის დროს, ეპარქიის წინამძღვარმა ,მორწმუნეებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის პატრიარქალური კურთხევა და დღესასწაულთან დაკავშირებული კეთილი სურვილები. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ იქადაგა დღის საიდუმლოზე, ისტორიკოს აგათანგეღოსის წარმოდგენით სომეხთა პირველი პატრიარქის გავრცელებული რწმენისადმი სომეხი ერის ერთგულებაზე, ერის შენარჩუნების იმ ღირებულებებზე, რომელთაც ახორციელებს სომეხთა ეკლესია, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის წინამძღოლობით. „დედა სამშობლოსა და დიასპორაში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წყალობით შენარჩუნდება, მდიდრდება, თაობიდან თაობას გადაეცემა ეკლესიის საიდუმლოები და რიტუალები, ხალხური ტრადიციები და კულტურული ფასეულობები. ეს კი არის ჩვენი იდენტობის, წმიდა რწმენის, სახელმწიფოებრიობის და ენის მარადიულობის საწინდარი, - ხაზი გაუსვა თავის მოწოდებაში ეპარქიის წინამძღვარმა, მორწმუნეებს მოუწოდა მთავარ საკათედრო ეჯმიაწინის გარშემო კონსოლიდაციისკენ, ყოვლისშემძლე ღმერთისგან მშვიდობისა და უსაფრთხოების ვედრებისკენ სომხეთის, არცახის, წმიდა ეჯმიაწინის და საქართველოსთვის. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის წინამძღოლობით მღვდელმსახურთა მონაწილეობით, შესრულდა საპატრიარქო ლოცვა. მორწმუნეებმა და მღვდელმსაურებმა ილოცეს მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სიმტკიცისთვის და უწმინდესისა და უნეტარესის დღეგრძელობისა და ჯანმრთელობისთვის. საქართველოს სომხებს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს მთავარ საკათედრო წმინდა ეკლესიასთან, ამის მოწმობაა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესია. აღსანიშნავია, რომ მორწმუნეთა ჯგუფი დღესასწაულთან დაკავშირებით ეჯმიაწინში გაემგზავრა მოსალოცად და მონაწილეობა მიიღო საღმრთო ლიტურგიაში, უფალს შეევედრა მთავარი ტაძრის მფარველობა. პატრიარქ მაღაქიანის სარიტუალო ლექსიკონში „კათოღიკე“ განმარტებულია, როგორც მთავარი საკათედრო ეკლესია და ასე სპეციალურად ეწოდა მთავარ საკათედრო ეკლესიას. მეორე განმარტების თანახმად, კათოღიკეს უწოდებენ ყველა გუმბათოვან ეკლესიას. თეოლოგიაში კი ეს სახელწოდება მიიჩნევა საერთო ეკლესიის სიმბოლოდ. ეს სამივე მნიშვნელობა შეესაბამება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს, ვინაიდან ის საპატრიარქოა, გუმბათოვანი დ საერთოა ყველა მორწმუნისთვის. |