1geo

fb you od

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის გამოსვლა ხორ ვირაპის საპყრობილიდან აღინიშნა გასვლითი საღმრთო ლიტურგიით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

akhqiorphi 

2017 წლის 17 ივნისს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ აღნიშნა სომეხთა პირველი  პატრიარქის, გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპის საპყრობილიდან გასვლის დღესასწაული.

დღესასწაულის დღეს,  დილით ადრე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის   კურთხევით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის,  ღირსეული მღვდლის, ვირაპ ღაზარიანის ხელმძღვანელობით, მორწმუნეთა ჯგუფი მოსალოცად გაემგზავრა მარნეულის რაიონის სოფელ ახქიორფის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიისკენ.

ადგილზე მომლოცველებს  შეუერთდნენ  სოფლის მაცხოვრებლები და გაემართნენ  უძველესი ეკლესიისკენ, სადაც საღმრთო ლიტურგია აღავლინა მამა ვირაპ ღაზარიანმა.  

წირვის დროს  მქადაგებელმა მღვდელმა იქადაგა დღის საიდუმლოზე - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის  ხორ ვირაპის საპყრობილიდან  გასვლის დღესასწაულზე. წმინდა გრიგოლი,   ერთგული  ქრისტიანული რწმენისა, 13 წლის პატიმრობის და საშინელი წამების შემდეგ გამოვიდა ხორ ვირაპის საპყრობილიდან და ქრისტეს  ნათელი  გაავრცელა სომხეთში.  

ისტორიული მოვლენა ასევე იქცა სომეხთა მოქცევის დიდ დღესასწაულად, ხალხში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ და ქრისტიანული რწმენის ძალაში დარწმუნებულმა სომხეთის მეფე ტრდატმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა,    და წმინდა გრიგოლ განმანათლებელი  გახდა ოფიციალურად აღიარებული სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქი. მამა ვირაპმა დამსწრეებს მოუწოდა სომეხთა პირველი პატრიარქის მსგავსად  ურყევნი იყონ რწმენაში და წმინდანთა მფარველობას მიენდონ.   

შესრულდა მონანიებისა და ზიარების წესი, მომლოცველებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში.

სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია სომეხთა  პირველი პატრიარქის - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის,  ხსენების სამ დღესასწაულს აღნიშნავს - წმინდანის წამებისა და ხორ ვირაპის საპყრობილეში შესვლის ხსენების დღე, პირველი პატრიარქის გასვლას საპყრობილიდან და   წმინდა ნაწილების აღმოჩენის დღეს.

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის,  როგორც საერთო ქრისტიანი წმინდანის, ხსენებას აღნიშნავენ  სხვა ქრისტიანული ეკლესიებიც.

IMG 5065 IMG 5068 IMG 5069 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)