1geo

fb you od

თბილისში დაიწყო ფესტივალი საიათნოვა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

sayat-nova 

2017 წლის 16 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზო გადაქცეული იყო   საკონცერტო დარბაზად ღია ცის ქვეშ, სადაც დაიწყო ფესტივალი საიათნოვა.   ფესტივალი მეორე წელია ტარდება Music of Armenia  ორგანიზაციის ინიციატივით  და  ორგანიზებით. ფესტივალი მიზნად ისახავს საიათნოვას   მემკვიდრეობის და საერთოდ აშუღური კულტურის  დაცვასა და გავრცელებას.  ფესტივალი ასევე საშუალებაა სომხური მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობის გადაფასების.   

ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტურ სარგსიანი, ფონდის „სომხეთის   განვითარების ინიციატივები“ (IDEA)   წარმომადგენელი არტურ ამირხანიანი, სტუმრები ერევნიდან და რუსთავიდან, მრავალი    ტურისტი, თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლები. დამსწრეებმა პატივი მიაგეს ეკლესიის ეზოში დაკრძალულ დიდ საიათნოვას.

დამსწრეებს მიესალმა და ფესტივალი გახსნა Music of Armenia-ს ხელმძღვანელმა და დირექტორმა ჰასმიკ მოვსისიანმა. ფესტივალის ორგანიზატორმა  ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე და ხაზი გაუსვა წლის განმავლობაში ოთხი მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხური ვოკალური ხელოვნების  მოდერნიზებას და დიდი ენთუზიაზმით მისთვის ახალი ელფერის მიცემას. გამომსვლელმა   ისაუბრა ფესტივალებზე  "ზღვიდან ზღვამდე სომხეთი ", "საიათნოვა", "საგალობელი" და "მუსიკალური ერევანი“, ყოველი მათგანი მიეძღვნა სომხური ვოკალური ხელოვნების ერთ მიმართულებას.    

„სურბ გევორგ“ ეკლესიაში გამოვიდა დუდუკის, თარისა და ქამანჩის კომბინირებული  სომხურ-ქართული  ახლად შექმნილი ორკესტრი, რომელშიც მონაწილეობენ     მაესტრო ჰოვიკ სააკიანის  სომხური ანსაბლის „ჯნარ“ და ელდარ შოშიტაშვილის ანსამბლ    "ქსოვრელების" მუსიკოსები.  იყო ორენოვანი -  ქართულ-სომხური ინდივიდუალური შესრულებები, რაც  განსაკუთრებული სითბოთი მიიღეს დამსწრეებმა.   

ფესტივალის რეპერტუარში იყო შერამის, ჰავასის, ჯივანის სიმღერები. ფესტივალის პარტნიორები არიან ფონდი  „სომხეთის   განვითარების ინიციატივები“ (IDEA), სომხეთის რესპუბლიკის   კულტურის სამინისტრო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის   საზოგადოება (GIZ), სასტუმრო „აბრეშუმის გზა“, ორგანიზაცია „მეგერიან კარპეტ“, სასტუმრო „ფაბრიკა“ და    gg taxi.

ფესტივალი "საიათნოვა"  დაიწყო თბილისში და    დასრულდება ერევანში. რამდენიმე დღის განმავლობაში   გარშემო შემოიკრებს ორი მეზობელი ქვეყნის მუსიკოსებს, ვინც წმინდად ინახავს საიათნოვას  მუსიკასა და ხალხურ  ხელოვნებას.

IMG 3371 IMG 3417 IMG 3418 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)