1geo

fb you od

არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიის წმინდა საკურთხევლის კურთხევა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 10 ივნისს, გააგრძელა რა თავისი წინამძღვრული ვიზიტი ჯავახეთში, საღამოს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი   და მისი თანმხლები სასულიერო პირები,   ეწვივნენ არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიას, რომლის   ხის გუმბათი   1995 წელს იყო ჩამონგრეული.   ეკლესია გარემონტდა და ხელახლა აკურთხეს 2006 წელს, ცხონებული მერუჟან თუთუჯიანის ქველმოქმედებითა და ადგილობრივთა მხარდაჭერით.

წინამძღვრის ვიზიტის მიზანი დაბადებით არაკოველი, ამჟამად სომხეთში მცხოვრები არმენ იაილახანიანის სახსრებით აშენებული ეკლესიის წმინდა საკურთხევლის კურთხევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ   გვიანი საღამო იყო, ეკლესია სავსე იყო   მორწმუნეებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის და მღვდელმსახურთა მონაწილეობით  აკურთხა წმინდა საკურთხეველი. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მაღალი შეფასება მისცა არმენ იაილახანიანის სიყვარულს ეკლესიისადმი და „სურბ გევორგ„ ეკლეიისთვის მის ქველმოქმედებას.  

ცერემონიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარი და წინამძღვრის მოადგილე, თანმხლებ სტუმრებთან ერთად, ეწვივნენ ეკლესიასთან მოქმედ „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღს, დაინტერესდნენ   ბავშვების რაოდენობით და იქ მიმდინარე სწავლის პროცესით და კმაყოფილებით აღნიშნეს   არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის, თადევოს ტერ-მკრტჩიანის მსახურება,   რომლის ერთგული შრომითა  და ძალისხმევით საბავშვო ბაღის აღსაზრდელები    იღებენ რელიგიურ  განათლებას, სწავლობენ  ლოცვებს და საგალობლებს. გაიჟღერა ინიციატივამ რელიგიური განათლება გავრცელდეს სასკოლო ასაკის ბავშვებშიც, საკვირაო სკოლების საქმიანობის ფორმატით.  

ქველმოქმედი არმენ იაილახანიანის სახელით ადგილობრივებს გაუმასპინძლდნენ შესაწირით.

არაკოვას  1300 მოსახლე ჰყავს. მოსახლეობა დაკავებულია  მეცხოველეობით და მიწათმოქმედებით. აქაურების   წინაპრები აქ გადმოსახლდნენ ერზრუმის სოფელ ჯინისიდან და    1863 წელს ააშენეს  „სურბ გევორგ“ ეკლესია.   ეკლესია აკურთხეს 1907 წელს. საბჭოთა პერიოდში, ეკლესია  გადაიქცა საწყობად და შეწყვიტა  თავისი მისიის შესრულება.  2006 წლიდან  ეკლესია კვლავ  ემსახურება სოფლისა და მიმდებარე ტერიტორიის მორწმუნეებს.

19025042 IMG 4282 DSC00464 654987 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)