2017 წლის 25 მაისს, ქრისტიანულმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ იესო ქრისტეს 40 დღე ამ ქვეყნად დარჩენის და ამაღლების დღესასწაული. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიისთვის ამ დღესასწაულს ორმაგი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამაღლებასთან ერთად სომეხთა ეკლესია აღნიშნავს 1441 წელს სრულიად სომეხთა კათოლიკოსატის სის ქალაქიდან ვაღარშაპატში გადმოტანის ისტორიულ დღეს.
დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღინიშნა საღმრთო ლიტურგიებით და მომლოცველობებით. თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა, იქადაგა ამაღლების დღესასწაულის საიდუმოლოსა და წმინდა ეჯმიაწინის მომლოცველობის დღედ აღიარების შესახებ. შესრულდა საპატრიარქო ლოცვა-კურთხევა, რომლის დროსაც ილოცეს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სიმტკიცისა და მარადიულობისთვის, ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსის დღეგრძელობასა და მშვიდ მმართველობისთვის. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს ეკლესიაში შემოვიდნენ ფერადი ყვავილების გვირგვინებით თავდამშვენებული ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, დღესასწაულის სახალხო ტრადიციის ნიშნად. ღირსეულმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა ბავშვებს განუმარტა დღის საიდუმლო, ხალხური ტრადიციები და მათ უსურვა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს კურთხევა. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, დღესასწაული გაგრძელდა ეპარქიის "ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრში. ლამაზი ზეიმი, ცენტრის დირექტორის, სონა ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით, ორგანიზებული იყო „აღბიურ“ სიმღერის გუნდის და დეკლამაციის ჯგუფის მიერ, მასწავლებლების რუზანა ოვანესიანის და სათენიკ დანელიანის თაოსნობით. ღონისძიების დასასრულს სირტყვით გამოვიდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული, ბატონი ეღიშე სარგსიანი, და სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი არარატ გუმბალიანი. ახალქალაქის რაიონის გუმბურდოს ახლად ნაკურთხ „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის კურთხევით, ღირსეულმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა აღავლინა ამაღლების საღმრთო ლიტურგია. სოფელში შეკრებილ მრავალ გუმბურდოელს შეუერთდნენ ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მომლოცველები და საკვირაო სკოლის აღსაზრდელები. ბოლოს ეკლესიის ეზოში გაიმართა სახალხო ზეიმი - ჯანგიულუმის ცერემონია და შესაწირით გამასპინძლება, ეკლესიის ქველმოქმედის - ხაჩატურ საჰარიანის სახელით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან მოეწყო მომლოცველობა მარნეულის რაიონის სოფელ ახქიორფიში. თბილისიდან ჩასული ოცდაათამდე მომლოცველი შეუერთდა „სურბ ასტვაწაწინ“ სამლოცველოში შეკრებილ ადგილობრივებს. მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია. მორწმუნეებმა, რომლეთა შორის იყვნენ მოსწავლეებიც,მონაწილეობა მიიღეს აღსარებაში და მიიღეს ზიარება.
ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო მხიარული ხალხური დღესასწაული მომლოცველების და ადგილობრივების მონაწილეობით - მოეწყო სხვადასხვა ეროვნული თამაშობა, შესრულდა სიმღერები. ამაღლების დღესასწაულს საღმრთო ლიტურგია მიუძღვნეს ასევე ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში, მომლოცველობა მოეწყო ნინოწმინდის რაიონის სოფელ კათნატუს „სურბ ჰამბარცუმ“ სამლოცველოში, წალკის რაიონში კი დღესასწაული აღინიშნა მომლოცველობით კიზილქილისის მონასტერში და „კათნაპურით“ მასპინძლობით.
|