1geo

fb you od

მადლობის წერილები მოხალისეთა კურსების მონაწილეებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 3920 

2017 წლის 7 ივნისს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში    გაიმართა შეხვედრა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებისა   და  1 +  4 პროგრამის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სომეხ სტუდენტებთან.  

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების მიერ. განყოფილების დირექტორმა  ვალერი ბადალიანმა წარადგინა   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური პოლიტიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტები ჰარუთიუნ მალხასიანი და სტეფან ევაჯიანი. ამ უკანასკნელთა   ინიციატივით, მიმდინარე წლის  მარტში   ეპარქიაში დაიწყო  საქართველოს უნივერსიტეტების ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტების საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის    დამატებითი სასწავლო კურსები, რაც  გაუადვილებს მათ პირველ კურსზე სხვადასხვა სპეციალობებზე ქართულ ენაზე სწავლასა და გამოცდების ჩაბარებას.    

მალე ინიციატივას შეუერთდნენ თბილისის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ასევე ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების კოორდინატორი ნინა სეროპოვა. კურსები ოთხი მიმართულებით ტარდებოდა:    სამედიცინო, იურიდიული, ეკონომიკური და ჰუმანიტარული.

დღითიდღე მოიმატა კურსებზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ.   70-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა   კვირაში ერთხელ  ორგანიზებულ კურსებს როგორც "ჰაიარტუნ" ცენტრში, ასევე „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში.  

კურსების დამთავრებას მიეძღვნა შეხვედრა, სადაც  გამოვიდნენ მოსამზადებელი პროგრამის მონაწილე სტუდენტები, მადლიერება გამოუხატეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილებასა და კურსის ინიციატივის ავტორებს დახმარებისთვის,     რითაც    მათ  შესაძლებლობა მიეცათ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლასა და გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ცოდნა.    

მოხალისეებმა მსგავსი კურსების გაგრძელების  მზადყოფნა გამოთქვეს,   ასევე გადაწყდა მოამზადონ ბუკლეტები და რეგიონებში დაურიგონ აბიტურიენტებს, მათი ინფორმირების მიზნით.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება   მიესალმა  ახალგაზრდების  ინიციატივას,   კურსების წამყვან 16 სტუდენტს გადაეცა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების მადლობის წერილი, მათ წარმატებები უსურვეს და ტორტით გაუმასპინძლდნენ.

IMG 3829 IMG 3821 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)