1geo

fb you od

საეკლესიო- წარმომადგენლობითი მე -6 კრება დასრულდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მთავარ  საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში მონაწილეობა მიიღო საეკლესიო- წარმომადგენლობითი მე-6 კრების სამუშაოებში.

კრებაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი, არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამეურვეო საბჭოს წევრი არამ სანოსიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორი, „ჰაიარტუნ“  ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ხელახლა იქნა არჩეული   უზენაესი სასულიერო საბჭოს  (სინოდის) წევრად.  

 2017 წლის 6-8 ივნისს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის,  გარეგინ მეორის თავმჯდომარეობით მთავარ  საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში   ჩატარდა საეკლესიო- წარმომადგენლობითი მე-6 კრება.   ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა ეჯმიაწინში შეიკრიბნენ უზენაესი საბჭოს წევრები, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინისა და სომეხთა სხვა საპატრიარქოების არქიეპისკოპოსები და ეპისკოპოსები,  სომხეთისა და დიასპორის ეპარქიების წინამძღვრები და საპატრიარქო წარგზავნილები, ვიკარიუსები, ყველა აღნიშნულ სტრუქტურათა დელეგაციების, მსოფლიოს სომეხთა თემების მღვდელმსახურები და საერო წარმომადგენლები.  

მთავარ საკათედრო ტაძარში დილის ღვთისმსახურების შემდეგ, კრებამ დაიწყო მუშაობა.

კრებაზე დამსწრე დელეგატებს პატრიარქალური კურთხევით მიმართა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა,  უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ, ისაუბრა კრების დღის წესრიგის მთელ რიგ საკითხებზე. ისაუბრა  2009 წლიდან მოქმედი ეპარქიალური წესდების სახელმძღვანელო დოკუმენტზე,   2014 წელს მიღებულ საეკლესიო-წარმომადგენლობით წესდებაზე,   აგრეთვე ეროვნული საეკლესიო კრების განსაახლებელი წესდების განსახილველ პროექტზე. უწმინდესმა ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას სასულიერო-საეკლესიო ცხოვრების რეგულირების  თვალსაზრისით.   

შეეხო რა   ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში ეკლესიის მისიას, სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა აღნიშნა, რომ კვლავაც უნდა გაგრძელდეს ეკლესიის განსაკუთრებული ზრუნვა ახალი თაობის განათლებაზე, რათა საჰაკ-მესროპის სკოლა რწმენის, დედაენის და წინაპრების დარიგებებით მუდამ ცოცხალი იყოს   ჩვენი ხალხის ცხოვრებაში.

კრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასევე კონსტანტინოპოლის სომხური საპატრიარქოს ვიკარიუსმა, მისმა  ყოვლადუსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა გარეგინ ბექჩიანმა.  

პირველ დღეს მონაწილეებმა განიხილეს  ეროვნულ- საეკლესიო კრების 1945 წლის ცვლილებების შესწორებული პროექტი, რის შესახებ სომეხთა ეკლესიის მართვის უმაღლეს ორგანოთა წესდებების დამუშავების კომისიის სახელით ანგარიში წარადგინა გევორგ დანიელიანმა.    

წარმოდგენილი პროექტი, მუხლობრივად და ყოვლისმომცველად ორდღიანი განხილვის,    შემოთავაზებული ცვლილებების შეტანის შემდეგ, კრების მონაწილეებმა კენჭისყრით მიიღეს წარდგენილი დოკუმენეტი, რომლის საბოლოოდ რატიფიცირება მოხდება უახლოეს დროში ეროვნულ-საეკლესიო კრების მიერ.   

7 ივნისის სხდომაზე, უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრების არჩევის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა მთავარი საკათედრო ტაძრის მთავარმა საქმისმწარმოებელმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა არშაკ ხაჩატრიანმა, წარმოადგინა უმაღლესი სასულიერო საბჭოს ახალი შემადგენლობა: სრულიად სომეხთა კათოლიკოსი,    იერუსალიმის და კოსტანტინოპოლის  სომეხთა პატრიარქები    და საბჭოს 21  წევრი. უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრების   1/3  ინიშნება სრულიად სომეხთა კათოლიკოსის მიერ,      2/3-ს ირჩევს საეკლესიო-წარმომადგენლობითი კრება.  თანამდებობიდან გამომდინარე, უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრი და მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მთავარი საქმისმწარმოებელი და არარატის საპატრიარქო ეპარქიის ვიკარიატის ვიკარიუსი.

ანგარიშის შემდეგ გამართული განხილვის შედეგად, უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ სხვადასხვა კონტინენტებიდან შემდეგი    სასულიერო  და საერო პირები:   

1. არცახის ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, არქიეპიკოპოსი პარგევ მარტიროსიანი;   

2. გუგარქის ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, არქიეპსკოპოსი სეპუჰ ჩულჯიანი;

3. აშშ აღმოსავლეთის ეპარქიის წინამძღვარი, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა , არქიეპისკოპოსი ხაჟაკ პარსამიანი;   

4. აშშ სომეხთა დასავლეთის ეპარქიის წინამძღვარი, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა , არქიეპისკოპოსი ჰოვნან ტერტერიანი;

5. რუსეთისა და ახალი ნახიჯევანის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა , არქიეპისკოპოსი ერზას ნერსისიანი;

6. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი;

7. საფრანგეთის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, დასავლეთ ეპროპაში საპატრიარქო ვიკარიუსი,   მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი    ვაჰან ჰოვანისიანი;

8. იურიდიულ მეცნიერებათა  დოქტორი გევორგ დანიელიანი (სომხეთი);

9. ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი ვაჰან ტერ-ღევონდიანი (სომხეთი, მესროპ მაშტოცის სახელობის მატენადარანი);

10. ბ-ნი თაგვორ ბოიაჯიანი  (დამასკოს სომეხთა ეპარქია);

11. იურიდიულ მეცნიერებათა  დოქტორი ჟოზეფ კანიმიანი   (აშშ სომეხთა აღმოსავლეთის ეპარქია);

12. დოქტორი ალექსანდრე ალავერდიანი (რუსეთისა და ახალი ნახიჯევანის სომეხთა ეპარქია);

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, საეკლესიო კრების დელეგატებმა მიულოცეს უმაღლესი სასულიერო საბჭოს  ახლად არჩეულ წევრებს და   ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.

კრებაზე ხაზი გაესვა ასევე ეპარქიებში სახელმძღვანელო წესდებების დანერგვის პროცესის შედეგებს, დაფიქსირებულ სიძნელეებს, რის შესახებაც მოხსენება ჰქონდა საეპარქიო წესდებების შევსებების და რედაქტირების კომიტეტის პასუხისმგებელს, შირაკის ეპარქიის წინამღვარს ეპისკოპოს  მიქაელ აჯაპაჰიანს.    

სომეხთა  ეკლესიის  მსოფლიოს ახალგაზრდული გაერთიანების თავმჯდომარემ, არქიეპისკოპოსმა ჰოვნან ტერტერიანმა სრული ანგარიში წარმოადგინა    2018 წლის  ახალგაზრდობის წლად გამოცხადების პროგრამის შესახებ. მეუფე ჰოვნანმა კრების მონაწილეებს აცნობა 2018 წელს ჩასატარებელი საეპარქიო, შინასაეპარქიო და რეგიონული    კონფერენციების და შეკრებების შესახებ, რომლებიც დასრულდება  ეპარქიების მიერ მოწყობილი მომლოცველობებით მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინისკენ და საღმრთო ლიტურგიებით, შემდეგ „სამშობლოსკენ, წმინდა ეჯმიაწინისკენ“ სლოგანით ახალგაზრდული შეკრებით.  

კრებაზე განიხილეს ასევე სარდარაპატის საგმირო ბრძოლისა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის მე-100 წლისთავთან დაკავშირებულ სომეხთა ეკლესიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებზე.

მთავარ საკათედრო წმინდა ეკლესიაში შეკრებილ საეკლესიო-წარმომადგენლობითი კრების 8 ივნისის სხდომას სომეხთა კათოლიკოსის მიწვევით ესწრებოდა   სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი.   

საუფლო ლოცვის შემდეგ, სხდომა გაიხსნა სომეხთა კათოლიკოსის გამოსვლით, მისი უწმინდესობა მიესალმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და ხაზი გაუსვა იმ მუდმივ მხარდაჭერას, რომელიც აქვს სომეხთა ეკლესიას  მშობლიური ხელისუფლების მხრიდან.

შემდეგ, კრების მონაწილეებს  მიესალმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და კრებას ნაყოფიერი  მუშაობა უსურვა.   

კრებაზე მოხსენებით გამოვიდა სომხეთის მთავარ მეან-გინეკოლოგი, პერინატოლოგიის,  მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი რაზმიკ  აბრაჰამიანი, რომელმაც წარმოადგინა  სომხეთში  ჩვილთა    დაბადების მაჩვენებლები და ხაზი გაუსვა ოჯახის   მნიშვნელოვან როლს და მღვდელმსახურთა წვლილს ერის გამრავლების პროპაგანდის საქმეში.    

კრებაზე ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინეს იერუსალიმის და კონსტანტინოპოლის  სომხური საპატრიარქოების, ეპარქიების და    საპატრიარქო დელეგაციების საქმიანობის შესახებ.

კრება შეაჯამა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ, კმაყოფილებით აღნიშნა მისი ნაყოფიერი მუშაობა და მადლიერება გამოუხატა მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან ჩამობრძანებულ სასულიერო და საერო პირებს, ეკლესიის მსახურებს უსურვა  თავდადებული მსახურება,  ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.

2017 საეკლესიო- წარმომადგენლობითი მე -6 კრება დასრულდა  სრულიად სომეხთა კათოლიკოსის  ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქო ლოცვით.

8-13 08.2 18922001 683072248551416 899951317154949848 n 9-1