1geo

fb you od

ჯოვანი ვეფხვაძე - ხსოვნის საღამო, პერსონალური გამოფენისა და წიგნის პრეზენტაციის თანხლებით ბეჭდვა ელ. ფოსტა
მომხმარებლის შეფასება: / 0
ცუდისაუკეთესო 

a1 

2017 წლის 3 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, აქ იყვნენ სხვადასხვა ერისა და ეროვნების,   სხვადასხვა რელიგიისა და რწმენის თბილისის ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები.   ძველი თბილისის  კოლორიტის გამომსახველი ცნობილი   მხატვრის ხსოვნის საღამო ტარდებოდა, რომელიც მოიცავდა ცნობილი მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მოწყობილ პერსონალურ გამოფენას და მემუარების მესამე წიგნის პრეზენტაციას.  ნიჭიერი მხატვრის ნამუშევრები ამშვენებდნენ დარბაზის კედლებს და აღფრთოვანებას და სინანულს იწვევდნენ სიცოცხლიდან უდროოდ წასული ნამდვილი თბილისელისთვის.  

"განვლილი წლების ქრონიკა“ , - ასეთი სახელწოდება ჰქონდა გამოფენას, რომელიც მოიცავდა 30 ფერწერულ ტილოს, რომლებიც თბილისისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა, ქალაქის დავიწყებული  მრავალეროვანი იერსახის რეპროდუქცია. ესენი ქალაქის სხვადასხვა    ხედების, უბნების, სახელოსნოების, ეზოების ამსახველი ტილოებია, რომლებიც დაცულია ძველი ფოტოსურათების ან უფროსი თაობის თბილისელთა მეხსიერებაში.   
გამოფენა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“  ცენტრის მხარდაჭერით მოწყობილი იყო მხატვრის ოჯახის მიერ.   
ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“  ცენტრის   ხელმძრვანელმა  ლევონ ჩიდილიანმა გახსნა გამოფენა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერ მხატვარს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მრავალ გამოფენაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მისი პირველი  პერსონალური გამოფენა  მოეწყო ამ დარბაზში, მისი  მემუარების ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ამ ცენტრში. წუხილით აღნიშნა, რომ ეს გამოფენა მოეწყო მისი გარდაცვალების შემდეგ, ცნობილი მხატვრის დაუსწრებლად,  მისი გულწრფელი, იუმორით შელამაზებული და   მოსიყვარულე სიტყვის გარეშე.
საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, ირენ ოჰანჯანოვამ, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ, ენოქ თადევოსიანმა, ხელოვანმა ალესია თავაძემ, ჟურნალისტმა ნონა მოსესოვამ, პოეტესა მარინა ხომელაძემ, ლევონ ოსიპოვმა, იგორ ნაგორნიმ და სხვებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს ჯოვანი ვეფხვაძის შემოქმედებით ცხოვრებაზე, ხაზი გაუსვეს მხატვრის საგვარეულოს მესამე თაობის წარმომადგენლის ნიჭს, ძველი თბილისის მილევადი კოლორიტის შენარჩუნებისა და ნახატების მეშვეობით თაობებისთვის გადაცემის    მის  თავდადებას.
 გარდა    ფერების მეშვეობით თავისი ნააზრევის გამოხატვის დიდი ოსტატობისა, იგი მხატვრული კალმის დიდი ოსტატია. მხატვრის ისტორიები, რომლებიც ასევე თბილისის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალობებია,  მხოლოდ თბილისელთა მოგონებებში დარჩა მისი სამი წიგნის მეშვეობით, ერთი მათაგანი გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ.   
დაფასებისა და კურთხევის სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. კეთილისა და სიყვარულის დიდი გრძნობით გამსჭვალული, ნიჭიერი ჯოვანი-ხელოვანი საზოგადოების მოგონებებში დარჩება თავისი განუმეორებელი ტილოებით,  ბრწყინვალე მონოგრაფიებით, იუმორით  სავსე სიტყვით, თავისი   პატიოსანი და თავმდაბალი ხასიათით, ხელოვნების ერთგული თავისი შვილებით. ჯოვანი ფიზიკურად არ არის აქ, მაგრამ მისი სული აქ არის და თავისი კურთხევა მოაქვს დამსწრეთათვის, - აღნიშნა მეუფემ.   
გამოფენის ორგანიზების, მოგონებათა წიგნის პრეზენტაციისთვის და ჯოვანის ხსოვნის საღამოს მოწყობისთვის  მხატვრის ქვრივმა მარინა ვეფხვაძემ მადლიერების სიტყვა თქვა.  
ღონისძიების დროს მოისმინეს ჯოვანის სიტყვის ჩანაწერი, ნაჩვენები იქნა ნაწყვეტი დიდი მხატვრის, მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატის, ჭეშმარიტი მოქალაქისადმი მიძღვნილი დოკუმენეტური ფილმიდან.   
გამოფენა გაგრძელდება 20 ივნისამდე.

IMG 0903 IMG 0927 IMG 0943 IMG 1000 

IMG 1116 IMG 1014 IMG 1193 IMG 1246 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)