1geo

fb you od

სკოლის ბოლო ზარი, რომელიც ასევე დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1

2017 წლის 19 მაისს,  საქართველოს საჯარო სკოლებში დაირეკა გამოსაშვები კლასების  ბოლო ზარი. სასკოლო ცხოვრების დასრულების შემდეგ,  გამოსაშვები კლასების მოსწავლეებისთვის იწყება ცხოვრების  პასუხისმგებლობით სავსე ეტაპი. ამის პირველი ნაბიჯი გამოსაშვები გამოცდებია, რომლებიც იწყება 21 მაისს.  საქართველოს 1600 საჯარო სკოლის    40 ათასი კურსდამთავრებული  "ზრდასრული" ადამიანივით ანგარიშს ჩააბარებს სკოლაში მიღებული ცოდნის და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად მზადყოფნის შესახებ.  მანამდე კი, ბოლო ზარის სიხარული და მოწყენილობა.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის       წარმომადგენლები   დაესწრნენ დედაქალაქის 104-ე სომხური და  103-ე ქართულ-სომხური სკოლის კურსდამთავრებულთა ბოლო ზარის ცერემონიას. ორივე სკოლაში ერთად სკოლას ამთავრებს 31 სომეხი ახალგაზრდა,  შესაბამისად, 16 - 104 სკოლაში,  15 – 103-ე სკოლის სომხური სექტორში.   104-ე სკოლას  მედლის სამი კანდიდატი ჰყავს, 103-ეს სომხურ სექტორს - მედლის ერთი კანდიდატი. სასიხარულოა, რომ ორივე სკოლის კურსდამთავრებულები ლამაზი, სწორი სომხურით და ასეთივე სუფთა და გამართული ქართულით თავიანთი   გამოსამშვიდობებელი სიტყვა უთხრეს საყვარელ  მასწავლებლებს, მშობლიურ სკოლას და მეგობრებს.    დაშორების ღელვა   განსაკუთრებით საგრძნობი იყო დირექტორებისა და დამრიგებლებისადმი მიძღვნილ სიტყვაში, 104-ე სკოლა: დირექტორი - ქალბატონი ირინა ჟამკოჩიანი და მასწავლებელი ალა გრიგორიანი,    103-ე სკოლა: დირექტორი - ბატონი არჩილ ჩხაიძე,  მასწავლებელი - გაიანე მხითარიანი.     კურსდამთავრებულებს მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს მომავალმა პირველკლასელებმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების ინიციატივით, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები განსაკუთრებულად იყვნენ მომზადებული: დღის შესაფერისი ერთნაირი სამოსი, გამოსამშვიდობებელი გულწრფელი სიტყვა,  მხიარული სიმღერა და ნაზი ცეკვა, რაც განათლების განყოფილების დირექტორის,  ევგენია მარკოსიანის, მასწავლებლების - მეტაქსია ღაზარიანის, ოქსანა შაროიანის, მარი აბულიანის ძალისხმევის შედეგი იყო.   სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი ვირაპ ღაზარიანი, ორივე სკოლაში მოსალოცად მისული საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინატორი კარინე მანუკიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი და სხვები, რომლებმაც  კურსდამთავრებულებს მიულოცეს   და  ცხოვრების სირთულეების ღირსეულად გამკლავება, ყოველთვის და ყველგან მშობლიური სკოლის,  ოჯახის და ერის ღირსების შენარჩუნება და  ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ყოფნა უსურვეს.

ბოლო ზარის ცერემონიის დასრულების შემდეგ,  კურსდამთავრებულები   ერთმანეთის თეთრ პერანგებს აწერდნენ სასკოლო სასიამოვნო მოგონებებს და კეთილ  სურვილებს, რის შემდეგაც სასეირნოდ გაემართნენ.

ბოლო ზარის ცერემონიის შემდეგ, კურსდამთავრებულებმა უნდა ჩააბარონ სიმწიფის ატესტატის გამოცდები.

IMG 2869 IMG 2888 IMG 2916 IMG 2920