1geo

fb you od

ტრადიციული აღაიანობის დღესასწაული სოფელ ბოლნის-ხაჩენში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

ghazaros aghayan 

2017 წლის 13 მაისს,  ბოლნისის რაიონის სოფელ ბოლნის-ხაჩენში გაიმართა ტრადიციული აღაიანობის დღესასწაული.  საქართველოს სომეხ მწერალთა "ვერნატუნ" კავშირის ინიციატივით, და „ბოლნის-ხაჩენ“პატრიოტული კავშირის მხარდაჭერით,  ორი ათეული წელი ზედიზედ, სოფელ ბოლნის-ხაჩენში საზეიმოდ აღინიშნება  სოფლის სახელოვანი შვილის, მწერლის, დიდი განმანათლებლის და საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ღაზაროს აღაიანის ხსენების დღე.

დღესასწაული წელს  დაიწყო თბილისში და გაგრძელდა მწერლის მშობლიურ სოფელში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის    „ჰაიარტუნ“  ცენტრის ინიციატივით, თბილისელი სომხების დელეგაციამ ყვავილებით შეამკო ღაზაროს აღაიანის საფლავი სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონში.   ეპარქიის  სულიერმა მსახურმა მღვდელმა   ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა შეასრულა პანაშვიდის წესი.

ხალხმრავლობა იყო ბოლნის-ხაჩენში ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმის ეზოში. აქ იმყოფებოდა ოფიციალური    დელეგაციები თბილისიდან, ერევნიდან.   სამცხე-ჯავახეთიდან,  თავიანთი დასწრებით ხსოვნის დღესასწაულს პატივი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა გოგი მეშველიანმა და რუსლან პოღოსიანმა, რაიონის გამგეობის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა თეა აბრამიშვილმა და სხვებმა. აღაიანის სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრებილნი იყვნენ  მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ლიტერატურის ერთგულნი,   დიდი მწერლისა და პუბლიცისტის ნათესავები და სხვები.  დღესასწაულის განხორციელებას მხარი დაუჭირა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა, დააფინანსა    ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატმა და   ბოლნისის მუნიციპალიტეტმა.

სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს   სახლ-მუზეუმის ეზოში აღმართული  მწერლის ძეგლი. ჩამოსულებს ერთხელ კიდევ მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ     მუზეუმში დაცული ნივთები,  ეგრძნოთ  შემოქმედებითი ატმოსფერო, რამაც ხელი შეუწყო მწერლის ლიტერატურული მიდგომების,  პედაგოგიური მსოფლმხედველობისა და საზოგადოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას.   

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ, აღაიანობის ყოველწლიურად უწყვეტად განმახორციელებელმა,   ჟორა სნხჩიანმა, მან ისაუბრა დიდი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, საზოგადოებას წარუდგინა  საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, სხვადასხვა ჟანრის შემოქმედის  შეტანილ ფასდაუდებელ  წვლილზე სომხური ლიტერატურის განვითარების საქმეში. დიდია ასევე მწერლის როლი თუმანიანის „ვერნატუნის“  ჩამოყალიბების საქმეში.

ღონისძიებაზე  გამოვიდნენ და აღაიან-საზოგადო მოღვაწის და პუბლიცისტის მოღვაწეობის სადიდებელი, სომეხი და ქართველი   ხალხების მეგობრობის   სიტყვა წარმოთქვეს ბოლნისის გამგეობის თავმჯდომარემ, დავით შერაზადიშვილმა, სომხეთის მწერალთა კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პროზაიკოსმა ტიგრან ნიკოღოსიანმა,  გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრის   დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა,  მშვიდობის ფონდის თავმჯდომარემ გიორგი თუმანიანმა,   ყოფილმა მასწავლებელმა ნორაირ ბაღდასარიანმა, მასწავლებელმა ზოია როსტომიანმა და სხვებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმის გარემონტების აუცილებლობას. პოეტ-თარჯიმნის, გივი შაჰნაზარის, ინიციატივით წარმოდგენილ იქნა სომეხი მწერლების მსოფლიო ხუთეული - ჰოვანეს თუმანიანის, ღაზაროს აღაიანის, ავეტიქ ისაჰაკიანის, დერენიკ დემირჭიანის და ლევონ შანთის შემადგენლობით, განმარტებულ იქნა თითოეული მათგანის როლი სომხური ლიტერატურის კონტექსტში.     

ღონისძიების მხატვრულ ნაწილს წარუძღვა თბილისელი   პედაგოგი როზა ზორაბიანი,   მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლის, ჰრანუშ ხუბლარიანის ხელმძღვანელობით,   "ჰაიარტუნ" ცენტრის "ტარონ" ცეკვის ანსამბლმა,  დუდუკის და დოლის ჯგუფებმა და სოლისტებმა ანი ჰოვანისიანმა და ანი თოროსიანმა. გამომსვლელებმა   მოსახლეობას აჩუქეს ხალხური, პატრიოტული, ეროვნული ლამაზი სიმღერა და ცეკვა.   

მთელი დღე სოფელში დანავარდობდა აღაიანური შემოქმედების სული, იმის შესახსენებლად, რომ   ყარაბაღიდან გადმოსახლებული და აქ დამკვიდრებული სომეხი ადამიანი 177 წელი ჯერ ისევ „ცხოვრობს“   თავის მშობლიურ სოფელში, არ კარგავს აქტუალობას და   ნაწარმოებების   ხიბლს.

ღაზაროს აღაიანი დაიბადა 1840 წლის 16 აპრილს,  ბოლნისის რაიონის  სოფელ ბოლნის-ხაჩენში.  სწავლობდა თბილისის ნერსისიანის სკოლაში. 1867 წლიდან შეუდგა პედაგოგიურ და   ლიტერატურულ საქმიანობას. წერდა ლექსებს, პოემებს, საბავშვო ზღაპრებს, თარგმნა პუშკინის, კრილოვის ნაწარმოებები. იბრძოდა განათლების   დემოკრატიზაციისთვის, იცავდა აღზრდის პოპულარიზაციის პრინციპს. დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, ავტორია   სახელმძღვანელოების და საგანმანათლებლო წერილების.

 მე-18 საუკუნის დასასრულს, 35 კომლი ყარაბაღის სოფელ სეიდრშენიდან გადმოსახლდა ხაჩენში და ადგილზე ააშენა   „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია.  1884 წელს ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო სკოლა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესია გადაიქცა კლუბად. ამჟამად სოფელში არ არის არც ეკლესია და არც სალოცავი. 1970 წელს, სოფელში აშენდა  ახალი სკოლის შენობა,  სადაც ამჟამად 190 მოსწავლე სწავლობს. სოფელში 500 კომლია,  2000-მდე მოსახლით.

IMG 4497 IMG 4538 IMG 4582 IMG 4629 

IMG 4640 IMG 4789 IMG 4836 IMG 5254 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)