1geo

fb you od

კეთილმოეწყო სომეხ მწერალთა ხოჯივანქის პანთეონი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

khojivanq 

საქართველოში ძალიან ბევრია სომხური კვალი და კულტურული ფასეულობა.   კერძოდ ქალაქ თბილისში. ადგილობრივი სომხური სათვისტომო  მზრუნველობით ეპყრობა  ამ ფასეულობათა  მოვლისა და კეთილმოწყობის საქმეს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების     ინიციატივით,   რეგულარულად ეწყობა კეთილმოწყობის სამუშაოები  სომხური  კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ადგილებში.

2017 წლის 6 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების ინიციატივით, თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში მოეწყო შაბათობა.  ახალგაზრდობის   განყოფილების    მოხალისეთა ტრენინგის მონაწლე 15 ახალგაზრდა გოგონა და ვაჟი, განყოფილების   სამუშაოთა  კოორდინატორის, ნინა სეროპოვას ხელმძღვანელობით,  შეიარაღებული სხვადასხვა სამუშაო ხელსაწყოებით, გაემართა ხოჯივანქის პანთეონისკენ.  

მთელი დღის განმავლობაში, ახალგაზრდების დიდი ძალისხმევით ბალახისგან გაიწმინდა პანთეონის  ტერიტორია,  გათავისუფლდა ნაგვისგან,  გაფხვიერდა ხეების ძირების მიწა, გაიწმინდა საფლავის ქვები და მთლიანად კეთილმოეწყო სომხური სასაფლაო.  

დღის ბოლოს ახალგაზრდებმა, ფიზიკურად დაღლილებმა,   სულიერად დიდი სიამოვნების მიღების შემდეგ, დაასრულეს სამუშაოები.  

ეროვნული კვალის შენარჩუნება და ზრუნვა კულტურულ ფასეულობებზე ყოველი ადამიანის მოვალეობაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ფასეულობები სამშობლოს საზღვრებს გარეთაა.  უახლოეს მომავალში  შაბათობა  გაიმართება ვერის სომხურ სასაფლაოზე. კულტურულ  მემკვიდრეობაზე  ზრუნვას საქართველოს სომეხთა ეპარქიაში  უწყვეტი ხასიათი აქვს.

IMG 7897 IMG 7908 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)