1geo

fb you od

ჩვენი საუნჯე - დედა ენა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Mayreni lezu 

2017 წლის 7 მაისს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში მესროპისეული სომხური ენის სულისკვეთება   ტრიალებდა.  დღე სამახსოვრო იყო, დაგვიანებით, მაგრამ დიდი   ერთგულებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის     „სურბ ეღია მარგარე“ სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლის ინიციატივით აღინიშნა მშობლიური ენის დღე.

დარბაზი სავსე იყო მაყურებლით: მშობლები, მასწავლებლები, თბილისის სომხური საზოგადოების წევრები.   ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, ლოცვა-კურთხევით.   

სომხური ენის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, სომხეთის რესპუბლიკის “მოვსეს ხორენაცი“ და საქართველოს „ღირსების“ ორდენების კავალერმა როზა ზოჰრაბინამა ისაუბრა    2000 წლიდან მოყოლებული 21 თებერვლის დედაენის საერთაშორისო დღედ გამოცხადების წინაპირობებზე და დააფიქსირა, რომ    2005 წლიდან ის შესულია ასევე სომხეთის დღესასწაულთა ნუსხაში.  საქართველო  დედაენის დღეს   ზეიმობს 14 აპრილს.

საკვირაო სკოლის პირველი და მეორე კლასის სხვადასხვა ასაკის   და პროფესიის მოსწავლეების გამოსვლა   ლიტერატურული მონტაჟის ფორმატში იყო. ეს წლების წინ  მშობლიურ ენას მოწყვეტილი, თითო-ოროლა სომხური სიტყვის მცოდნე სომეხი ახალგაზრდების ღრმა პატივისცემის გამოხატულება იყო თავიანთი მშობლიური ენის, მშობელი ხალხის, ფესვებისკენ დაბრუნების, დამწყების ენით მესროპისეული სომხური ენის განდიდება და სიამაყე იყო იმისათვის, რომ სომხები არიან. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა პატრიოტული სულისკვეთებით,გულწრფელად, გააზრებულად  წარმოადგინეს თავიანთი სათქმელი.   

დიდი პატრიოტული პათოსით დაფასდა შუშის გათავისუფლების დიდებული 25 წლისთავი, რომელიც აღინიშნება 9 მაისს, რომელიც გარდა იმისა, რომ    სომეხი ხალხის მარადიულობის,   გმირული ბრძოლის  და გამარჯვების დღესასწაულია, ასევე არის სომხეთის სიძლიერისა და   სომეხი ხალხის ერთიანობის გარანტია.

საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ანთოლოგია - სომხური ენის, როგორც   უძველესი ინდოევროპული ენის, მისი მდიდარი ლექსიკური ფონდის, დიალექტების, ორი უძველესი ენების შესახებ - მსოფლიოს დიდებულთა სომხური ენაზე მიცემული შეფასებებით, სომხური ენისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ავტორთა ლექსებით და უძველეს ენაზე ერის დიდებულთა და ცნობილ პიროვნებათა    გამონათქვამებით.   

დამსწრეებს    კურთხევა უბოძა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა და მაღალი შეფასება მისცა ღვაწლმოსილ  მასწავლებელ როზა ზოჰრაბიანის საქმიანობას, ვისაც ორი ათწლეულის მანძილზე თავისი წვლილი შეაქვს  თბილისის სომხური საზოგადოების სომხურენოვნად ქცევის, მშობლიური ენის სიყვარულის, სამშობლოსა და ენის უფრო ღრმად ცოდნისა   და ამ ყველაფრის ცხოვრების მეგზურად ქცევის საქმეში. შთაბეჭდილებამ  გადააჭარბა მოლოდინს, ღონისძიებამ ჩაიარა მაღალ დონეზე, ლამაზი სომხურით, ღრმა შინაარსით და   დინამიური პროცესით, რაც პედაგოგის მაღალი პროფესიონალიზმის მოწმობაა, - ხაზი გაუსვა თავის გამოსვლაში მეუფე ვაზგენმა.   

ღონისძიების დინამიურობას ხელი შეუწყო  „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდის (ქორმაისტერი: მარი აბულიანი) და ისტორიის მასწავლებლის, რევიკ კარაპეტიანის,    პატრიოტული სულისკვეთებით შესრულებულმა სიმღერებმა.  

ბოლოს, საკვირაო სკოლის მოსწავლეებს მშობლიური ენის დღე მიულოცა გაიანე ბოსტანჯიანმა და მათ გადასცა დედის, ცხონებული ანაჰიტ ბოსტანჯიანის სომხური და ქართულად ნათარგმნი წიგნები.   

ნამდვილად, მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ზეიმი იქცა სომხური ენის  დიდი სიყვარულის და სიამაყის გრძნობად, რაც ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.  ღონისძიება დასრულდა მშობლიური ენის შენარჩუნებისა და თაობებისთვის გადაცემის  დამსწრეთა ფიცით.

IMG 4114 IMG 4295 IMG 4305 IMG 4371 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)