1geo

fb you od

ჯვრის სვლა დაიწყო „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრიდან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Khachi ert 

2017 წლის 14 აპრილს, დიდ პარასკევს, დილით ხალხმრავლობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში. აქ იყვნენ შეკრებილნი როგორც სომხური, ასევე   საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური, რომაულ- კათოლიკური, გერმანულ - ლუთერანული და კათოლიკური ეკლესიები მორწმუნენი.

აქ ბრძანდებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი,    საქართველოში ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ლიდერი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარეპისკოპოსი მალხაზ   სონღულაშვილი, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ილია  ოსეფაშვილი და მისი  ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი რუსუდან   გოცირიძე, ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის     რუსთავისა და მარნეულის რაიონების სომხური თემების სულიერი მოძღვარი ღირსეული მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი, ღირსეული  მღვდელი სამველ თოროსიანი.   

დღის საიდუმლო იესო ქრისტეს ჯვრით ქრისტიანების გაერთიანება და ერთიანობაა.

ცერემონია დაიწყო "მამაო ჩვენოთი“, შემდეგ სტუმრებმა შეასრულეს საგალობლები, ასევე წაკითხულ იქნა  ჯვარცმის ეპიზოდი   სახარებიდან, და ეკლესიის მღვდელმსახურებმა შეასრულეს ფსალმუნი ქრისტეს ჯვარცმაზე.

ცერემონიის დასასრულს დამსწრეებს მისასალმებელი და კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,     ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, შემდეგ მადლიერების სიტყვა თქვა  ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარმა.

ცერემონია დასრულდა წყლისა და ჯვრების კურთხევით, რის შემდეგაც    მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანისა და  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,    მთავარეპისკოპოს   მალხაზ სონღულაშვილის წინამძღოლობით მღვდელმსახურები და ხალხი,   იესო ქრისტეს    ჯვრით ხელში, პროცესიით დაიძრნენ თბილისის რომაულ- კათოლიკური ეკლესიის მიმართულებით.

შთამბეჭდავი იყო, რომ  გზად შემხვედრი ადამიანები  ჩერდებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და ქედს იხრიდნენ ჯვრის წინაშე.

ჯვრის მსვლელობა თბილისში დააფუძნა   ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ და   ყოველ წელს დიდ პარასკევს მსვლელობა იწყება „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრიდან,   გრძელდება რომაულ- კათოლიკური ეკლესიისა და გერმანულ- ლუთერანული ეკლესიებისკენ და  მთავრდება ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში.

IMG 1667 IMG 1691 IMG 1697 IMG 1749 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)