1geo

fb you od

დიდი ხუთშაბათი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glx
 

2017 წლის 13 აპრილს,  დიდ ხუთშაბათს, დილით საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში  აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის,  ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ბოლნისისა და თეთრიწყაროს რაიონების სომხური სოფლების სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.

საღმრთო ლიტურგიის დროს, ეკლესიებში მწირველმა მღვდლებმა  იქადაგეს ქრისტეს ზიარების  საიდუმლოს დადგენის შესახებ.  

შემდეგ    ჩატარდა ფეხთბანის რიტუალი. ქრისტემ ბოლო ვახშმის შემდეგ გამოიჩინა  ჭეშმარიტი   თავმდაბლობა  და   ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. “სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში ფეხთბანის რიტუალი შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით.

ეპარქიის სომხური ეკლესიების   სულიერმა მოძღვრებმა,    უფლის მაგალითით,  საგალობლების ჰანგების ქვეშ,  ეკლესიის საკურთხეველზე მუხლმოდრეკილი ფეხები დაბანეს 12 ბავშვს და ზეთი სცხეს მათ.
რიტუალის შემდეგ ნაკურთხი ზეთი დაურიგდა მორწმუნეებს.

დიდი ხუთშაბათის საღამოს   შესრულდა დიდი პარასკევის ცისკარი, რომელიც ეხება დიდ პარასკევს და ასახავს უფლის ჯვარცმას და დაფვლას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ეკლესიებში, კერძოდ თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით,  შესრულებული ცერემონიის დროს        წაკითხულ იქნა სახარებიდან ამოკრებილი   ნაწყვეტები.   მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა -  მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბარი,   საიდუმლო სერობა, იუდას მიერ მისი გაცემა,    მაცხოვრის სხეულის დაფვლა.    

რიტუალის დროს მორწმუნეებს მოუწოდეს, რომ იყონ  იესოს ერთგულნი, იცხოვრონ ქრისტიანული სიყვარულით და არასოდეს არ უღალატონ იესო ქრისტეს.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის  საქართველოს ეპარქიის ეკლესიებში დიდ ხუთშაბათს აღევლინა საღმრთო ლიტურგია და შესრულდა ფეხთბანის და დიდი პარასკევის ცისკრის რიტუალი.

1 1 IMG 1501 IMG 1506 IMG 1641 

1 2 1 3 1 4 1 5 

1 6 1 7 x  1 9 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)