1geo

fb you od

სომხური ლავაშისადმი მიძღვნილი ზეიმი "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Hac 

2017 წლის 6 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში  გაიმართა ეპარქიის "სურბ მოვსეს ხორენაცი"    საბავშვო ბაღის ზეიმი, რომელიც მიეძღვნა არსობის პურის, კერძოდ სომხური ლავაშის, განდიდებას.   დარბაზი მორთული იყო დღის საიდუმლოს შესაფერისად. ორგანიზატორების მდიდარი ფანტაზიის შედეგად წარმოჩენილი იქნა სომხური ლავაშის გამოცხობის ყველა ეტაპი.   ეროვნულ  კოსტიუმებში გამოწყობილი პატარების მიერ,  უფროსების მსგავსად, ოსტატურად მოხდა ლავაშის გამოცხობის დემონსტრირება, რითაც დამსწრეებს საშუალება მიეცა წარმოედგინათ დღის საიდუმლოს არსი.

დარბაზში ადგილები ეკავათ მღვდელმსახურებს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის პერსონალს, მშობლებს, სტუმრებს.  

ზეიმი დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის  ლოცვა-კურთხევით. ეპარქიის წინამძღვრის და მღვდელმსახურთა მონაწილეობით ლოცვა აღავლინეს ბოლო პერიოდში გარდაცვლილი და ხალხში „პურის მიმტანის“ სახელით ცნობილი არტურ სარგსიანის სულის სიმშვიდისთვის.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა და  „სურბ მოვსეს ხორენაცი“   საბავშვო ბაღის გამგემ,  ევგენია მარკოსიანმა დამსწრეებს მიულოცა ხარების დამდეგი დღესასწაული, ისაუბრა ადამიანის ცხოვრებაში პურის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმ ეპითეტებს, რომელიც მინიჭებული აქვს  პურს ხალხში და საუკუნეების განმავლობაში   გადადის თაობიდან თაობაზე.   გამომსვლელმა ისაუბრა ლავაშის როლზე,   სომეხი ერის გადარჩენის, სომხური კულტურის ჩამოყალიბების საქმეში, ხაზი გაუსვა სომხური ლავაშის შეტანას  იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში.  

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ოსტატურად წარმოადგინეს სომხური ლავაშის გადამრჩენი როლი ემიგრანტობის გზაზე დამდგარი სომეხი მშრომელი ადამიანისთვის, რომელსაც ბედისწერა აბრუნებს თავის მშობლიურ ოჯახში, სადაც   სიყვარულითა და  სითბოთი მზადდება არსობის პური. პატარებმა  მკაფიო დეკლამაციით,  ეროვნული ცეკვებითა და სიმღერებით წარმოადგინეს პურისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და  ანდაზები, რაც მასწავლებლების: ევგენია მარკოსიანის, ოქსანა შაროიანის, მეტაქსია ღაზარიანის, მარი აბულიანის, ივანე მკრტჩიანის და მშობლების ერთობლივი ძალისხმევით დაისწავლეს.  

დამსწრეებს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს „არევიკ“ ფონდის თავმჯდომარემ ემა ახტიანმა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მეუღლემ ქალბატონმა ელეონორა ვარდანიანმა.  

ღონისძიება კურთხევისა და დაფასების სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა და ხაზი გაუსვა პურის განდიდების მნიშვნელობას პატარებისათვის, ვინაიდან ღონისძიება იქცევა     ნათელ ხსოვნად, დასწავლილი ტრადიციები კი - მათი ცხოვრების თანამგზავრად. მეუფემ ასევე ხაზი გაუსვა პურის როლს სომხური ეკლესიის  ცერემონიებსა და საიდუმლოებში, პურით ცხოვრების, პურით ადამიანის ცნობის, პურის სამართლიანობასთან გათანაბრების და პურზე დაფიცების ხალხურ ჩვევას. ეპარქიის ლიდერმა მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის გამგისა და პედაგოგიური კოლექტივის შრომას ზეიმის შინაარსის შესაბამისად დარბაზის ლამაზად და გემოვნებით მოწყობისთვის.

1 1 1 2 1 3 1 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)