მომლოცველობა და საღმრთო ლიტურგია ქალაქ ბოლნისში |
სიახლეები |
2017 წლის პირველ აპრილს პირველი სომეხი კათოლიკოსის, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსენების დღე მისი ხსენების სამი დღიდან ერთ-ერთია და წლის განმავლობაში - პირველი. დღესასწაული აღინიშნება ხორ ვირაპში წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ტანჯვის ხსენების ნიშნად. დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა საღმრთო ლიტურგიებით. დილით ადრე თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიიდან მომლოცველთა ერთი ჯგუფი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბოლნისისა და თეთრიწყაროს სომხური თემების სულიერი მოძღვრის, მღვდელ ჰუსიკ ჰარუთუნიანის ხელმძღვანელობით, საღმრთო ლიტურგიაზე გაემგზავრა ქვემო ქართლის რეგიონის ქალაქ ბოლნისში. ბოლნისში ეკლესიის არარსებობის გამო, პერიოდულად რიტუალები ტარდება ადგილობრივ ლუთერანულ ეკლესიაში. თბილისიდან ჩასულ 50-ზე მეტ მოსალოცად ჩასულ მორწმუნეს შეუერთდა მცირე რაოდენობით ადგილობრივი სომეხი. ღირსეულმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა წირვა აღავლინა პირველი სომეხი კათოლიკოსის, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხორ ვირაპში შესვლის ხსენების ნიშნად. დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეებს მონანიებისა და ზიარების მიღების შესაძლებლობა მიეცათ. წირვის დროს, მამა ჰუსიკმა ქადაგებაში ხაზი გაუსვა საეკლესიო რიტუალების მნიშვნელობას ადგილობრივი სომხების სომხურ სამოციქულო ეკლესიაში დაბრუნებისა და სომეხთა ეკლესიის გარშემო გაერთიანების საქმეში. მოუწოდა თბილისელი მორწმუნეების მსგავსად, იყონ რწმენისა და თავიანთი წმინდა ეკლესიის ერთგულნი. მამა ჰუსიკმა ისაუბრა გრიგოლ განმანათლებლის ტანჯვაზე, მის შესვლაზე ხორ ვირაპის საპყრობილეში, 13 წლის წამებასა და მტკიცე ნებაზე, წინააღმდეგობის ძალასა და ერთგულებაზე ქრისტესადმი და მის თავდადებაზე. წმინდანის ნებითა და მისი წინააღმდეგობის ძალით გაძლიერებული მორწმუნეები დაბრუნდნენ თბილისში. ხორ ვირაპში 13 წლის წამების შემდეგ წმინდა გრიგოლ განმანათლებელი გამოდის მიწისქვეშა საპყრობილიდან, ქრისტეს ნათელს ავრცელებს სომეხთა ქვეყანაში, ამით ხდება სახელმწიფოებრივად აღიარებული სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქი. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის, როგორც საერთო ქრისტიანი წმინდანის, ხსენებას აღნიშნავენ სხვა ქრისტიანული ეკლესიებიც. |