1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ვიდეო ჩართვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Tesakap Batumii het 

2017 წლის 24 მარტს, შედგა ვიდეოკავშირი      სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროსა და    საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის  ცენტრს შორის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები სომხების გამაერთიანებელი დედა სამშობლოს სტრუქტურის მიზანი უშუალო კავშირის მეშვეობით აჭარის სომხური სათვისტომოს, კერძოდ ბათუმის სათვისტომოს საქმიანობის, მისთვის საჭირბოროტო საკითხების და მომავლის ხედვის  გაცნობა იყო.

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის  მინისტრი ქალბატონი ჰრანუშ ჰაკობიანი მიესალმა ვიდეოკავშირის მონაწილე  სათემო მოღვაწეებს,  სამრევლო საბჭოს წევრებს,  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის პედაგოგიურ პერსონალს, ისაუბრა დიასპორის სამინისტროს გეგმებზე, ბათუმელ სომხებს მოუწოდა ამ პროგრამების განხორციელების საქმეში ჩართვისკენ.  

ვიდეოკავშირში  მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული აჭარაში, გურიასა და იმერეთში ბატონი ეღიშე სარგსიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა არარატ გუმბალიანმა ყველას გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,   ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა, ვიდეოკავშირში მონაწილე დიასპორის სამინისტროს პერსონალს წარუდგინა აჭარის დაახლოებით 10 ათასიანი  სათვისტომო, სომეხთა ეკლესიის   სულიერი   და საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც მიმართულია „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის გარშემო სომხების კონსოლიდირებისა და საქმიანობის  გამრავალფეროვნებისკენ.

ალექსანდრე მანთაშევის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა დეტალურად ისაუბრა ცენტრის საქმიანობის შესახებ,  რომელიც მიზნად ისახავს მშობლიური ენის შენარჩუნებას,    ერის სიყვარულს და პატრიოტული სულისკვეთებით თაობების აღზრდას, კმაყოფილების სიტყვით მიმართა ცენტრში დასაქმებულ პედაგოგებს, რომელთა  თავდადებული საქმიანობა მიზნად ისახავს სამშობლოს საზღვრებს გარეთ სომეხი ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნებას.  

ვიდეოკავშირის დროს ბათუმის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერას ცენტრის საქმიანობისადმი, მასწავლებელთა ყოველწლიური გადამზადების კურსებს, „არი ტუნ“ ახალგაზრდულ პროგრამას და პან-სომხურ ფესტივალს „ჩემი სომხეთი“, განიხილეს     კულტურულ- საგანმანათლებლო, პატრიოტული აღზრდისა და ეროვნული თვითმყოფადობის   შენარჩუნების სფეროში არსებული საკითხები.

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტრომ, მინისტრ ჰრანუშ ჰაკობიანის სახით,   მხარდაჭერა აღუთქვა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ მიმართული საკითხების მოგვარების, ბათუმის სომხური სათვისტომოს ახალგაზრდობის   პროგრამებში მეტად ჩართვის საკითხებში.  

და ბოლოს, გადაწყდა, რომ  ვიდეო კავშირები პერიოდულად გაიმართება, რაც   ხელს შეუწყობს სომხეთ-დიასპორის თანამშრომლობის გამყარებას.

1 2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)