1geo

fb you od

წმინდა ვარდან მამიკონიანისა და მისი თნამოაზრეების დღე თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Vardananc ton 

2017 წლის 22 თებერვალს, ვარდან მამიკონიანისა და მისი 1036 თანამოაზრის დღესასწაულის წინა დღეს, თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიაში გაიმართა ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა  წმინდანთა ხსენებას. ღონისძიება წარმოადგინეს დედაქალაქის 103-ე ქართულ-სომხური სკოლის მოსწავლეებმა, სომხური ენისა  და ლიტერატურის მასწავლებლის, გაიანე მხითარიანის ინიციატივით.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.   ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო  103-ე საჯარო სკოლის დირექტორმა არჩილ ჩხაიძემ.

მოსწავლეებმა სანთლები დაანთეს და საუფლო ლოცვა აღავლინეს წმინდა ვარდანის სახელობის   სამლოცველოში, შემდეგ დაიწყო ვარდან მამიკონიანის, მისი თანამოაზრეებისა და გმირი მღვდელმსახურების წამების შესახებ მოსწავლეების ხსოვნის სიტყვა, შესაბამისი სურათების ჩვენებით.  

შეხვედრის დასასრულს დამსწრეები დალოცა და შეფასების სიტყვა თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ისაუბრა   სამშობლოს დაცვისა და  რწმენის შენარჩუნებისათვის სომეხი ადამიანის ბედის, მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ურყევი ნების შესახებ, ასევე ორი მეზობელი ქრისტიანი ხალხების ერთმანეთის მხარდაჭერისა და ქართველი ხალხისთვის ვარადანანც ომის  მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნა ვარდან მამიკონიანისა და     ვახტანგ გორგასლის წინამძღოლობით ორი ქრისტიანი    ერების - სომხებისა და ქართველების, ბრძოლა სამშობლოსა და თავისუფლებისათვის. მეუფე ვაზგენმა მადლიერება გამოუხატა სკოლის დირექტორს, პედაგოგიურ პერსონალს, კერძოდ, ქალბატონ გაიანე მხითარიანს,  როელიც   სომხურ  რელიგიურ  და ეროვნულ  დღესასწაულებს  აცნობს მოსწავლეებს და მათთვის სანუკვარს ხდის, ერის შვილების გმირობით მათ გასამხნევებლად.  წინამძღვარმა მოსწავლეებს მიულოცა და აჩუქა ნაკურთხი ჯვრები.   

დამსწრეებმა, რომელთა შორის იყვნენ მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და მრავალი მორწმუნე,  მონაწილეობა მიიღეს  საღამოს  წინასადღესასწაულო   ღვთისმსახურებაში. მეუფე ვაზგენმა ყველა ვარდანს მიულოცა ვარდანობა და მოუწოდა, რომ იყონ ერთგულნი დიდი ვარდანისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნისა.

მეორე დღეს, 2017 წლის 23 თებერვალს, „სურბ გევორგ“ საკათედრო  ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა საღმრთო ლიტურგია, რომელიც მიეძღვნა  ვარდან მამიკონიანისა და 1036 მოწამის  ხსენების   დღეს.   

დღის მწირველი იყო ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი ღირსეული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი.  

მისი ყოვლადუსამღვდელოების თავმჯდომარეობით შესრულდა პანაშვიდის წესი.

წირვის დროს, მწირველმა მღვდელმა იქადაგა გმირი მხედართმთავრების და მათი მებრძოლების შესახებ, რომლებიც მთელი ერით იბრძოდნენ სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის,   ხაზი გაუსვა სამ მისიას, რაც ანეიტრალებს მტრის დიდ რაოდენობასა და მოაქვს სანატრელი გამარჯვება. ეს არის რწმენა, პატრიოტიზმი და სიმამაცე.    ეს სამი მისია  ერის ცნობიერებაში იქცევა სლოგანად და დღესაც აშკარად ვლინდება სამშობლოს საზღვრების სადარაჯოზე მდგომ სამხედრო მოსამსახურეთა მსახურებაში.

დღესასწაული ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესი და უნეტარესის, გარეგინ მეორის სახელობის დღეა. ერთობლივი ლოცვა აღევლინა სრულად სომეხთა საკათოლიკოსოს  სიმტკიცისა და გაბრწყინებისთვის და სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქს დღეგრძელობა უსურვეს.   მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დალოცა მორწმუნეები და სასულიერო პირები, ასევე ისაუბრა სულის სიმტკიცით თავისუფლების მიღწევის, სამშობლოს დაცვისა და რწმენისადმი ერთგულებით მიღწეული გამარჯვების შესახებ.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში გრძელდება დღესასწაულიასდმი მიძღვნილი ღონისძიებები და საღმრთო ლიტურგიები.

111 222 333 444 

555 666 777 888 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)