1geo

fb you od

ანაჰიტ ბოსტანჯიანი დაიკრძალა ხოჯივანქის პანთეონში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 3 

2017 წლის 12 იანვარს, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ  სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც დასვენებული იყო ამ დღეებში უეცრად გარდაცვლილი ცნობილი პოეტის, მთარგმნელის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის ცხედარი, არ წყდებოდა ხალხის ნაკადი. დარბაზში ვრცელდებოდა მისი ცოცხალი ხმა - მშობლიური ენისა და სამშობლოს სიყვარულის, ხალხთა მეგობრობის განმტკიცებისადმი   ერთგულების მოწოდებით.

მოდიოდნენ  სომხები, ქართველები, რუსები, ასაკოვნები  და ახალგაზრდები,  გულისტკივილით  ყვავილებით ამკობდნენ უდროოდ გარდაცვლილი პოეტის ცხედარს, ადამიანის, რომელიც  აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდა.

გაზეთ „ვრასტანის“ ჟურნალისტის, სომხეთისა და საქართველოს   მწერალთა კავშირის წევრ, „კამურჯ“   ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის წევრ, საქართველოს  მწერალთა კავშირის სომხური სექტორის თავმჯდომარე,  საქართველოს  „ღირსებისა“ და  სომხეთის რესპუბლიკის „მოვსეს ხორენაცი“ ორდენების კავალერ,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამეურვეო საბჭოს წევრ ანაჰიტ ბოსტანჯიანთან   გამომშვიდობების ცერემონიას ესწრებოდნენ:   სომხეთის მწერალთა კავშირის  დელეგაცია, სომხეთის რესპუბლიკის   დიასპორის სამინისტროს დელეგაცია, საქართველოს მწერალთა კავშირის დელეგაცია,  სომეხი და ქართველი მწერლები, ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და   წარმომადგენლები,   საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული დელეგაციები, თბილისის   მრავალეროვნული საზოგადოების წევრები.  

ხალხმრავალ დარბაზში    გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიება. საქართველოს სომეხ მწერალთა  "ვერნატუნ" კავშირის თავმჯდომარე  ჟორა სნხჩიანმა    წარმოადგინა უდროოდ გარდაცვლილი პოეტის ცხოვრება   და ლიტერატურული და საზოგადოებრივი საქმიანობა. გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს მწერალთა კავშირის  თავმჯდომარე  მაყვალა გონაშვილი, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ედუარდ მილიტონიანი,  სომხეთის რესპუბლიკის  დიასპორის მინისტრის მოადგილე სერჟ სრაპიონიანი, სომეხი და ქართველი მწერლები,  საზოგადო მოღვაწეები.

თბილისის  სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,   მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ჩაატარა    დაკრძალვის რიტუალი, რის შემდეგაც დიდი პოეტის ცხედარი მიწას ჩააბარეს.

1 5 1 4 1 2 1 1 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)