1geo

fb you od

ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" ცენტრის აღსაზრდელთა კონცერტი "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Rafayel Javakh 

2016 წლის 6 ნოემბერს,   მოეწყო ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ“  საგანმანათლებლო, კულტურული და  ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელების და პედაგოგიური კოლექტივის მომლოცველობა    თბილისში მოქმედ  სომხურ   ეკლესიებში. მომლოცველებს თან ახლდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი ღირსეული მღვდელი მამა არმაშ პოღოსიანი, სულიერი მოძღვრის      თანაშემწე დიაკვანი ათანას კირაკოსიანი, „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი. ვიზიტი დაიწყო ეპარქიის საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიაში სანთლების დანთებით და ლოცვით.  

მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ  სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონს, ყვავილებით შეამკეს სომეხ დიდებულთა საფლავები.  

შემდეგ  მომლოცველები იყვნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში და ესტუმრნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრს.   გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში   სტუმრებს მიესალმა ეპარქიის კულტურის განყოფილების   ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და მათ გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,   მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ლოცვა-კურთხევა   და საუკეთესო სურვილები. "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა ეპარქიასთან მოქმედ თბილისის "ჰაიარტუნ", ბათუმის    "ალექსანდრე მანთაშევ“ და   ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" ცენტრების პარტნიორულ საქმიანობაზე, ხაზი გაუსვა საერთო მიზანს -    საქართველოში მშობლიური ენის, სომეხი ადამიანის იდენტობის,  სულიერი და კულტურული ღირებულებების შენარჩუნებას.

დაიწყო "რაფაელ ჯავახ“  საგანმანათლებლო, კულტურული და  ახალგაზრდული   ცენტრის „არავოტ ლუსო“ გუნდის  (ქორმაისტერი: ირინა ღარსლიან) და „პარნას“ მხატვრული კითხვის სტუდიის    (ხელმძღვანელი: სათენიკ სნხჩიან) ერთობლივი კონცერტი.    სულიერი, კლასიკური და ხალხური სიმღერების,   ეთნოგრაფიული სიმღერების და თანამედროვე გუნდური და   სოლო სიმღერების შესრულება, სამშობლოსა და ხალხის, მისი გმირული  სულისკვეთებისადმი მიძღვნილი სომეხი  კლასიკოსების, დასავლურ სომხური პოეტების, საქართველოში მცხოვრები თანამედროვე   სომეხი   პოეტების  ლექსების ბრწყინვალე დეკლამაცია, კონცერტის წამყვანის - ჟორა სნხჩიანის  შინაარსიანი  ინტერპრეტაციით, იმსახურებდა დარბაზის ოვაციებს და მაღალ შეფასებას. სიმღერები  „ზართირ ლაო“ (გაიღვიძე შვილო) და   "სარდარაპატ“ კონცერტ-ღონისძიების მთელი  ხიბლის კულმინაციად იქცა.   

"რაფაელ ჯავახ" ცენტრის აღსაზრდელთა კონცერტი  "ჰაიარტუნ" ცენტრში დასრულდა "ნერსეს შნორჰალი“ და „არავოტ“ ლუსო“ გუნდების ერთობლივად შესრულებული სიმღერებით - „ჰაიასტან“ და „თბილისო“.   პოეტმა,  მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა  მადლიერება  გამოხატა მხატვრული   დიდი  სიამოვნების მიღებისათვის და ისაუბრა რეგიონებისა და დედაქალაქის ცენტრებსა და აღსაზრდელებს შორის მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე,   იმედი გამოთქვა, რომ ასეთი პარტნიორობა გაგრძელდება.

DSC 0056 DSC 9839 DSC 9914 DSC 9918 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)