1geo

fb you od

ხელახლა აკურთხეს ახალქალაქის რაიონის სოფელ სულდის „სურბ ხაჩ“ ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Sulda 

2016 წლის 22 ოქტომბერს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა,  ხელახლა აკურთხა ახალქალაქის რაიონის სოფელ  სულდის    ეკლესია, რომელიც   საქართველოს სომეხთა ეპარქიის  55-ე მოქმედი ეკლესიაა.

ეკლესიის ბაზილიკური შენობა  აშენდა 1829-30 წლებში კარინის   პროვინციიდან და ზედა ბასენის სოფელ თორდანიდან ჯავახეთში გადმოსახლებული სომხების მიერ.  მშენებლობის განმავლობაში  გამოყენებული იყო უძველესი წმინდა ნათალი ქვები, რომლებიც გადმოტანილი იყო ჰოკამისა და კაშის სოფლებს შორის მდებარე  ძველი და დანგრეული შენობის ტერიტორიიდან.   საბჭოთა პერიოდში ეკლესია    აღმოჩნდა რთულ ვითარებაში, ჩამოიშალა და დაინგრა.   

2011 წელს სულდის  ღვთისმოსავმა მოსახლეობამ,  რუსეთის ფედერაციაში დამკვიდრებული სულდის მკვიდრის, ჰრაზდან არაქელიანის,  ქველმოქმედებით, დაიწყო ეკლესიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. გამაგრდა ეკლესიის საძირკველი, ეკლესია აღადგინეს ძველი წმინდა ნათალი ქვებით  და კეთილმოეწყო ტერიტორია. სამშენებლო სამუშაოებს კოორდინირებას უწევდა რაიონული საავადმყოფოს ამბულატორიული სამედიცინო  გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე თოროიანი. ეკლესიის ხანგრძლივი სარეკონსტრუქციო სამუშაოები   დასრულდა და ადგილობრივი მოსახლეობის ათწლეულების  ოცნება რეალობად იქცა.

საზეიმო ღონისძიებაზე, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით,  სულდაში  ჩასულ  დელეგაციას სოფლისკენ მიმავალ გზაზე პურითა და მარილით შეეგებნენ ეროვნული სამოსით გამოწყობილი ახალგაზრდა სულდელები და გაუძღვნენ „სურბ ხაჩ“ ეკლესიისკენ.  ეპარქიის წინამძღვარმა ხელახლა აკურთხა ეკლესიის 16 სვეტი, მოსანათლი აუზი, წმიდა საკურთხეველი, ხატები. შემდეგ ადგილობრივმა სულიერმა მოძღვარმა,  ღირსეულმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა, პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა. საეკლესიო ცერემონიის შემდეგ   საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღავრმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით,      მიულოცა სოფლის მცხოვრებლებს, ეკლესიას აჩუქა თბილისიდან ჩამოტანილი  ღვთისმშობლის ხატი, მაღალი შეფასება მისცა ჰრაზდან არაქელიანის სამუშაოს, მას გადასცა საწინამძღვრო კურთხევა, მადლობის წერილი და სუვენირი.  მეუფემ აკურთხა ასევე ალექსანდრე თოროიანი და კეთილი საქმის ყველა მონაწილე.

წმინდა რიტუალში მონაწილეობა მიიღეს  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა, ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა,  ეპარქიის სამღვდელოებამ. ცერემონიას ესწრებოდა   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი    ნიკოლოზი, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ხალხს და მიულოცა სანუკვარი დღე. სადღესასწაულო დღეს სულდაში იყვნენ ჩასული  საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სამველ პეტროსიანი, ჰენზელ მკოიანი,    ახლად არჩეული პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, პარლამნეტის დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს  წარმომადგენლები,   სტუმრები    საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან  და   სომხეთიდან.  

საეკლესიო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მორწმუნე ხალხს დაურიგდა შესაწირი. ეკლესიის ეზოში ახალქალაქის რაიონის კულტურის განყოფილების მიერ ორგანიზებული იყო კონცერტი. სულდაში დღე იყო საზეიმო  და დასამახსოვრებელი.

1 2 3 4 

7 5 6 8 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)