1geo

fb you od

აშუღი ჰავასი - 120-ე წლისთავი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

havasi 

2016 წლის 25 სექტემბერს, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში ხალხური სიმღერის ზეიმი გაიმართა, რომელიც ტრადიციულია და მიეძღვნა ამ სოფლის შვილს, აშუღური სიმღერის უკვდავ ოსტატ გუსან ჰავასის (არმენაკ პარსამის ძე მარკოსიანი).

25 წლის ტრადიციის მქონე ეს დღესასწაული რეგიონალური მასშტაბის ზეიმად არის ქცეული, რომელსაც ესწრებიან რეგიონისა და რაიონის მაღალი თანამდებობის პირები, სტუმრები საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, თბილისსა და ერევნიდან. წელს ზეიმი საიუბილეო იყო და მიეძღვნა საბჭოთა სომხეთის სახალხო არისტის, გუსან ჰავასის დაბადების 120-ე წლისთავს.

დღესასწაული გახსნა წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა იური ხეჩოიანმა, რომელმაც ისაუბრა გუსან ჰავასის ხელოვნებზე, რომლითაც დიდი აშუღი უმღერის მშობლიურ ბუნებას, ქალის სილამაზეს, მშრომელ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ და თავდადებულად შრომობს მინდვრებსა და მთებში.

დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მამობრივი თბილი სიყვარული გადასცა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის წალკის რაიონის სომხური თემების ახალად დანიშნულმა სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაატა ხიზანიშვილი, მან მაღალი შეფასება მისცა ამ მიწა- წყლის ხალხს, რომელმაც ხელოვნებას მისცა ისეთი ოსტატი, როგორიც გუსანი ჰავასია და მისი გარდაცვალების შემდეგაც განადიდებს და თაობებს გადასცემს მისი ხელოვნების მიმართ დიდ სიყვარულსა და სიამაყეს. სოფელ ოზნის საჯარო სკოლის დირექტორმა რაზმიკ ჰანესიანმა ისაუბრა ჯავახეთში გუსანური ხელოვნების განვითარების გზაზე და წარმოადგინა ჰავასის ბიოგრაფია და მოღვაწეობა.

გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანმა, დეპუტატობის კანდიდატებმა ჰენზელ მკოიანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა ხაზი გაუსვეს ჰავასის დღესასწაულის ტრადიციულობას, რაც აღრმავებს მეგობრობას ხალხებს შორის, კერძოდ, საუკუნეების ისტორიის მქონე სომხურ-ქართულ მეგობრობას, ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურების დაახლოებას.

ღონისძიების მხატვრული ნაწილი ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის მიერ. ჰავასის 120-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ერევნის ჯივანის სახელობის აშუღური სკოლის ანსამბლმა „ჰავასი“, სამხატვრო ხელმძღვანელი სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი თოვმას პოღოსიანი.

მხატვრულ ნაწილს უძღვებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორი ლევონ ჩიდილიანი. კონცერტი დაიწყო სოფელ ნარდევანის ცეკვის ანსამბლმა „ლუსაღბიურ“, შემდეგ გამოვიდნენ სოფელ კიზილქილისის სიმღერის გუნდი „კარმრავანქ“, სოფელ ჯინისის ქართული ხალხური სიმღერის, ოზნის ცეკვის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ანსამბლები. შემდეგ ნინოწმინდიდან ჩამოსულმა სოლისტმა ჰაიასტან ისპირიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტებმა ნინა კარაპეტიანმა, ჰენრიხ პეტროსიანმა შეასრულეს ჰავასის სიმღერები.

1 2 3 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)