1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი კანადაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Toronto 1 

2016 წლის 30 აპრილიდან 11 მაისამდე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი კანადის სომეხთა თემის წინამძღვრის, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს აბგარ ჰოვანისიანის მიწვევით სტუმრობდა კანადის სომეხთა ეპარქიაში.

ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ვიზიტი დაიწყო ონტარიოს შტატის ქალაქ სენტ-კატრინში სომეხთა გენოციდის მემორიალის გახსნის ცერემონიით.

მემორიალის გახსნის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი და კანადის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეწვივნენ სენტ-კატრინის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიას და იქ ლოცვა აღავლინეს.

3-1 3-2 

პირველ მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ტორონტოს „სურბ ერორდუთიუნ“ ეკლესიაში აღავლინა საღმრთო ლიტურგია.

საღმრთო ლიტურგიის დროს, კანადის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მიესალმა კანადაში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, არმენ ეგანიანის, დასწრებას და კეთილი მობრძანება უსურვა მას. მორწმუნეებს წარუდგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი.

ტორონტოს სომხებისთვის მიმართვამდე, ეპისკოპოსმა ვაზგენმა მადლიერება გამოუხატა სრულიად სომეხთა კათოლიკოსს, უწმინდესსა და უნეტარესს გარეგინ მეორეს, ვინც მას კურთხევა მისცა კანადაში გასამგზავრებლად და მადლობა გადაუხადა კანადის სომეხთა ეპარქიის წინამძრვარს, ეპისკოპოს აბგარს, მიწვევისათვის. წინამძრვარმა კანადელ სომხებს გადასცა საქართველოს სომეხთა მისალმება და სიყვარული.

იმავე დღეს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მონაწილეობა მიიღო სემინარიიდან თავისი თანაკლასელის, ღირსეული დეკანოზის ზარეჰ ზარგარიანის, 50 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში. ეპარქიის ლიდერმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურთა და მორწმუნეთა სახელით მას გადასცა სუვენირები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მღვდელ მამა ზარეჰის ინიციატივა, ვინც დაბადებისა და სულიერი სამსახურის იუბილესთან დაკავშირებით, თავისი მრევლისგან საჩუქრის ნაცვლად ითხოვა არცახში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახების მხარდაჭერა. ხალხმა მაღალი შეფასება მისცა მამა ზარეჰის ჩანაფიქრს, და სულ 2 საათში, შეგროვდა 55 ათასი კანადური დოლარი. გამოცხადდა, რომ შემოწირულობების შეგროვება გაგრძელდება ოქტომბრის თვემდე და შეგროვილი თანხა სომხეთის რესპუბლიკის არმიის საეპისკოპოსოს მეშვეობით გადაეცემა ადრესატებს.

ტორონტოში წინამძღვარი შეხვდა ადგილობრივ მღვდელმსახურებს, სამრევლო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ეწვია სომეხთა სამოციქულო „სურბ ჰაკობ“ ეკლესიას, სომხურ ცენტრს, სომეხთა დახმარების კავშირის ყოველდღიური სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს.

1 3 2 4 

5 7 9 8 

6 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოს აბგარის და სამღვდელოების თანხლებით, ჩავიდა მონრეალში და ეწვია თექეიან კულტურის კავშირს. ეპისკოპოს ვაზგენის საპატივცემულოდ გაიმართა ვახშამი, რომლის დროსაც მისასალმებელი სიტყვა თქვა თექეიან კულტურის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, არტო მანუკიანმა. შემდეგ ეპისკოპოსი აბგარი მიესალმა ეპისკოპოს ვაზგენის სტუმრობას კანადაში და ეს უკანასკნელი მიიწვია დამსწრეებისთვის მისალმების და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობის წარსადგენად. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ლექცია წაიკითხა, შემდეგ ამომწურავი პასუხები გასცა დამსწრეთა შეკითხვებს.

კვირას, 8 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა მონრეალის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საკათედრო ტაძარში.

საღმრთო ლიტურგიის დროს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ თავის ქადაგებაში მორწმუნეებს გადასცა დღის დღესასწაულის - მეორე ბზობის, საიდუმლო, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი ეკლესია, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ-შობილის ჩამობრძანებით, აგრძელებს თავის წმინდა მისიას დღემდე. წმინდა ეჯმიაძიწინი არის ის მარადიული სულიერი დაწესებულება, სადაც ყველა - სასულიერო პირიც და საერო პირიც, მოდის, მსახურობს და მიდის, სულიერი სახლი კი იარსებებს სამუდამოდ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა საქართველოს სომხების მისალმება და სიყვარული გადასცა მორწმუნეებს.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, გაიმართა მისი ყოვლადუსამღვდელოესობის შეხვედრა მონრეალის სულიერ მოძღვარ მღვდელ ვაზგენ ბოიაჯიანსა და ეკლესიის სამრევლო საბჭოს წევრებთან.

1 1 3 3 22 

ორშაბათს კანადის სომეხთა და საქართველოს სომეხთა წინამძღვრები ეწვივნენ სომეხთა საქველმოქმედო საერთო კავშირის „არმენ ქებექ ალექ მანუკიან“ სკოლას, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მფარველების, ბატონი და ქალბატონი ჰაკობ გლჯიანების ხსოვნის უკვდავყოფის მემორიალის გახსნაში. შემდეგ გაიმართა შეხვედრა სკოლის დირექციასთან, პედაგოგებთან, სამეურვეო საბჭოს წევრებსა და მოსწავლეებთან.

11 მაისს, მონრეალის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსებმა ვაზგენმა და აბგარმა, მღვდელმსახურებთან ერთად, ლოცვა აღავლინეს არცახის ჩვენი ხალხის და სომეხი ჯარისკაცების მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. ეპისკოპოსმა ვაზგენმა ასევე მადლობა გადაუხადა კანადის სომეხთა თემის წინამძრვარს და მღვდელმსახურებს მიპატიჟების, თბილი მიღების და გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობისათვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დაასრულა ვიზიტი კანადის სომეხთა ეპარქიაში და სამშობლოში დაბრუნდა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)