1geo

fb you od

ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგიები საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Hambardzman ton 1 

2016 წლის 5 მაისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა ქრისტეს ამაღლების დღესასწაული და სომეხთა საპატრიარქოს სისიდან ვაღარშაპატში გადასვლის ხსენების დღე. დღესასწაულთან დაკავშირებით „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა იქადაგა ამაღლების დღესასწაულის შესახებ, განმარტა აღდგომის შემდეგ, 40 დღის განმავლობაში ქრისტეს ამქვეყნად დარჩენის და თავისი მოწაფეებისათვის გამოცხადების საიდუმლო და დამსწრეებს მიულოცა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ზეცად ამაღლება.

საღმრთო ლიტურგიის დროს „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა ისაუბრა სომეხთა ისტორიის მძიმე პერიოდებში საპატრიარქოს ადგილიდან ადგილზე გადაადგილების და საბოლოოდ, 1441 წელს, წმინდა ეჯმიაწინში ხელახლა დამკვიდრების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე. მღვდელმსახურებმა და მორწმუნეებმა "საპატრიარქო" ლოცვა აღავლინეს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სიმტკიცისა და მარადისობისათვის, ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსის დღეგრძელობისა და მშვიდი მმართველობისთვის.

ამაღლების დღესასწაულს ახლავს ხალხური ზეიმი, რომელსაც „ჯანგიულუმს“ უწოდებენ. საღამოთი ზეიმი გაგრძელდა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში. ზეიმის ინიციატორი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი იყო, დირექტორ ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით და ცენტრის პერსონალის მონაწილეობით.

ეზოში შეკრებილნი იყვნენ ყვავილების გვირგვინით მორთული გოგონები, ახალგაზრდები, მოსწავლეები, მშობლები და უამრავი მორწმუნე. საუფლო ლოცვის შემდეგ „სურბ გევორგ“ ეკლესიის კანდელაკმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე და დამსწრეებს მიულოცა დღესასწაული.

 თბილისის #104 სკოლის მოსწავლეების, აიდა ბაზოაინის და ერნსტ სიმონიანის, წარდგენით და „ჰამბარძუმ იაილა“ სიმღერის თანხლებით დაიწყო მხიარული ხალხური ზეიმი.

ამაღლება ასევე ნაირფერი ყვავილების დღესასწაულია - გაზაფხულზე სილამაზის გამოღვიძება. შთამბეჭდავი იყო "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის მასწავლებლის აქსანა შაროიანის იდეით და ინიციატივით ჯან გიულუმის „წაღკამერ“ თოჯინის დამზადება, ასევე ისაუბრეს ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ქალწული ბარბარეს ისტორიაზე, შესრულდა ტრადიციული წილისყრა.

ხალხურ ზეიმში მონაწილეობა მიიღეს "ჰაიარტუნ" ცენტრის დუდუკის, დოლის წრეებმა, გუნდმა „ნერსეს შნორჰალი“, ანსამბლებმა „ანი“ და „ვანქ“ და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.

 ამაღლებისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია აღევლინა და სახალხო ზეიმები მოეწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში.

DSC06422 DSC06454 DSC06472 

DSC06476 DSC06490 DSC06510 

DSC06551 13131013 13173072 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)