1geo

fb you od

გამოფენა"თანამედროვე თბილისში მცხოვრები სომხების ფოტოქრონოლოგია“ „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

11 

2016 წლის 20 მარტს, "ჰაიარტუნ" ცენტრში გაიხსნა "აგორა-ჯორჯია" არასამთავრობო ორგანიზაციის" პროექტის, "თანამედროვე თბილისში მცხოვრები სომხების ფოტოქრონოლოგია“, ფარგლებში ორგანიზებული ფოტოგრაფიული ნამუშევრების ჩვენება. თბილისელ სომხებს წარედგინა ცნობილი ფოტოგრაფის იური აკულიანის მიერ გადაღებული 50 ფოტოსურათი, რომლებიც ასახავს თბილისის სომხური სათვისტომოს ცხოვრებას. გამოფენილი ფოტოსურათები ასახავს პიროვნებებს და მოვლენებს, რომელთაც წვლილი აქვთ შეტანილი სათვისტომოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. გამოფენას თავისი დასწრებით პატივი დასდო ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, არქიეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.

გამოფენა გახსნა "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა, მან დამსწრეებს მიულოცა ბზობის დღესასწაული, უსურვა წინსვლა და ახალი მივღწევები. მან მადლიერება გამოუხატა ფოტოგრაფ იური აკულიანს, რომელმაც საფუძვლიანი შესწავლის შედეგად შეაგროვა 65 ათასამდე ფოტოსურათი, შექმნა სათვისტომოს უკანასკნელი ორი ათწლეულის ფოტოქრონოლოგია.

პროექტის ავტორმა ვიქტორია მაქსოევამ ხაზი გაუსვა პროექტის მიზანს - თბილისელი სომხების თანამედროვე ცხოვრების დემონსტრირებით სომხური სათვისტომოს ცხოვრების პოპულარიზაციას. გამომსვლელმა მადლობა გადაუხადა ევროპულ ფონდს "ჰორიზონტი" და "კავკასიური სახლი" კულტურულ ურთიერთობათა, მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის პარტნიორს, 2011-2014 წწ. საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოვანეს მანუკიანს, პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, რის შედეგადაც გამოფენა პირველად გაიმართა ერევნის სარესტორნო კომპლექსში "თბილისო" და დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

გამოფენა თვალსაჩინოს ხდის სათვისტომოს საქმიანობას, მაგრამ მხოლოდ 50 სურათით იმ უზარმაზარი სამუშაოს ჩვენება, რაც ამჟამად ხორციელდება თბილისში, სახელმწიფო სტრუქტურების, სომეხთა ეკლესიის, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით, რასაკვირველია, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც თბილისის სომხობას აჩვენებენ შესრულებულს და მომავლის ხედვას, უნდა იყოს უწყვეტი და უფრო ვრცელი, - ეს იყო პოეტისა და მთარგმნელის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის, ფოტოგრაფ რუბენ რუხკიანის, ჟურნალისტ სუსანა ხაჩატრიანის გამოსვლების შინაარსი.

გაიჟღერა ინიციატივამ, საწყის ეტაპზე შედგენილ იქნას "ჰაიარტუნ" ცენტრის და შემდეგ მთელი სათვისტომოს ქრონოლოგიის ამსახველი ალბომი.

გამოფენა გასტანს ორ კვირას.

22 33 44 

55 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)