1geo

fb you od

ბზობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

caghkazard 

2016 წლის 20 მარტს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა ბზობის დღესასწაული - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში.

დილიდან  ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარსა და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოებსა და შემოგარენში. მიუხედავად ცივი ამინდისა, მორწმუნეები კარგი განწყობით მოდიოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის სიხარულის აღსანიშნავად.

მორწმუნეებით სავსე ორივე ეკლესიაში დილის ღვთისმსახურების შემდეგ აღევლინა საღმრთო ლიტურგია. „სურბ გევორგ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში კი - ქვემო ქართლის სომხური თემების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა.

ორივე ეკლესიაში იქადაგეს ბზობის დღესასწაულსა და მის მნიშვნელობაზე, ასევე იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო რამდენიმე ეპიზოდზე.

წლების წინ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ ბზობის დღესასწაული გამოაცხადა ბავშვების კურთხევის დღედ. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სულიერმა მამებმა ეკლესიებში შეასრულეს ბავშვების კურთხევის წესი.

დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი სომეხთა ეკლესიებისკენ. მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებდენ, რაც ხაზს უსვამდა დღესასწაულის განსაკუთრებულ ზეიმურობას.

დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის სომხურ ეკლესიებში აღინიშნა საღმრთო ლიტურგიით და ბავშვების კურთხევის წესით. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რეპუბლიკის გენერალურმა კონსულმა არამ გრიგორიანმა სათვისტომოს ცხოვრებაში აქტიურობით გამორჩეულ სომეხ ახალგაზრდებს გადასცა მადლობის სიგელები.

DSC06058 Akhalqalaqi 1209517 

 Ninocminda Ninocminda 1 

Batumi 1 Batumi 2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)