1geo

fb you od

ქედის მოხრა სრულიად სომეხთა პოეტის ხსოვნის წინაშე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Tumanyan 

19 თებერვალი დიდი სომეხი პოეტის, ოვანეს თუმანიანის, დაბადების  დღე არის. საქართველოს სომეხთა ეპარქიის  "ჰაიარტუნ" ცენტრის ინიციატივით და ეპარქიის საეპისკოპოსოს  მხარდაჭერით, უკვე ტრადიციად იქცა ყოველ წელს ამ დღეს თბილისის  სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა   პანთეონში მისვლა და დიდი ლორელის   საფლავის ყვავილებით შემკობა.

ღონისძიების დამსწრე თბილისელ სომხებს შორის იყვნენ   მწერალ-მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, პოეტი მარინა მოსესოვა-კირაკოსიანი, თბილისის   104-ე საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ჟამკოჩიანი,  საქართველოს სომეხი ინელიგენციის კავშირის თავმჯდომარე  ენოქ  თადევოსიანი, ისტორიკოსი ნორაირ ბაღდასარიანი, ეპარქიის წარმომადგენლები, სათვოსტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები,   პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები.
ოვანეს თუმანიანისა   და აქ დაკრძალულ სხვა დიდებულთა საფლავების ყვავილებით შემკობის   შემდეგ, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდის წესი.   
სახალხო პოეტის  ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი 104-ე საჯარო სკოლის მე -8 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით,    სომხური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგ კარინე ჰოვანესიანის ორგანოიზებული ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი.
ლამაზი მეტყველებით, მშვენიერი დეკლამაციით, თუმანიანის პოეზიიდან სიმღერების   მშვენიერი შესრულებით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს    ოვანეს თუმანიან-შემოქმედის, ეროვნული და საზოგადო მოღვაწის, ერის ღირსეული შვილისა და  ერთგული პატრიოტის    ცხოვრების განვლილი  გზა, დამსწრეები გადაიყვანეს თუმანიანისეულ მარად აქტუალურ შემოქმედებით სამყაროში, რითაც დაიმსახურეს დამსწრეთა მაღალი შეფასება.   
გაიხსენეს ასევე წლების წინ ცხონებული ლევონ ანანიანის მიერ ოვანეს თუმანიანის დაბადების დღის  წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადების ინიციატივა, და მოსწავლეებმა დამსწრეებს აჩუქეს    წიგნები.  
ცერემონიალის დასრულების შემდეგ, დამსწრეებს მიმართა   ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერმა მსახურმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, რომელმაც  მადლიერება გამოუხატა სკოლის დირექციას და პედაგოგს, ერის დიდებულთა ხსოვნის უკვდავყოფის, თუმანიანისეული მარად აქტუალური  იდეების თაობებისთვის გადაცემის და ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობისათვის.

DSC05532 DSC05526 DSC05545 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)