1geo

fb you od

დიდ რომანისტ რაფის ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Raffi 

2015 წელს დიდი სომეხი რომანისტის - რაფის (ჰაკობ მელიქ-ჰაკობიანის) დაბადებიდან 180 წლის იუბილე აღინიშნა. მთელი წლის განმავლობაში დედა სამშობლოში დიდი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას სხვადასხვა ღონისძიება მიეძღვნა. საქართველოში, კერძოდ თბილისში, სადაც წლების მანძილზე მოღვაწეობდა და სადაც გარდაიცვალა დიდი მწერალი, მის ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა.

2015 წლის 20 დეკემბერს, „საქართველოს სომხური სათვისტომო“ არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სომხური თემების სულიერი მოძღვრის და ქვემო ქართლის სულიერი ინსპექტორის არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის თავმჯდომარეობით და სასულიერო დასის მონაწილეობით, შესრულდა პანაშვიდის წესი, რაფის სულის სიმშვიდისათვის. ცერემონიას ესწრებოდნენ „საქართველოს სომხური სათვისტომო” არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე სამველ მკრტიჩიანი, საინფორმაციო განყოფილების პასუხისმგებელი სანდრო ოჰანიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, ეპარქიის ინფორმაციის განყოფილების დირექტორი სუსანა ხაჩატრიანი, იურიდიულ საკითხთა და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი, სათემო ლიდერები, მორწმუნეები.

არქიმანდრიტმა ხორენმა ხსოვნის სიტყვა თქვა დიდი რომანისტის შესახებ, ხაზი გაუსვა მის მოღვაწეობას, დიდ პატრიოტიზმს და ეროვნულ იდეოლოგიას.

რაფის ნეშტი განისვენებს თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში. წმინდა ცერემონიის შემდეგ ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ წევრები, "ჰაიარტუნ" ცენტრის თანამშრომლები, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით ეწვივნენ ხოჯივანქის პანთეონს. რაფის საფლავთან არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის საპატიო წინამძღოლობით აღსრულდა ცერემონია, გავრცელდა საკმევლის სურნელი, ყვავილებით შეამკეს მწერლის საფლავი.

ხსოვნის სიტყვით დამსწრეებს მიმართეს ვიკარიუსმა და ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ თავმჯდომარემ.

რაფის დაბადებიდან 180 წლისთავს მიეძღვნა ლარისა ხაჩატრიანის ორგანიზებული ლიტერატურული მონტაჟი, ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ახალგაზრდების მონაწილეობით. მათ ისაუბრეს ასევე ხოჯივანქის პანთეონის ისტორიაზე, სომეხ დიდებულებზე, რომელნიც განისვენებენ პანთეონში.

IMGP0337 IMGP0341 IMGP0367 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)