1geo

fb you od

საქართველოს სომეხი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა სომეხთა სასულიერო ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC04 

2015 წლის 26 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ვაღარშაპატში გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით „საქართველოს სომეხი მხატვრები წმიდა ეჯმიაწინში“, რომელიც მიეძღვნა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში წმიდა მირონის კურთხევას. გამოფენა მოეწყო ვაღარშაპატის კულტურის სასახლეში, საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და სრ ქალაქ ვაღარშაპატის მერიის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის მხარდაჭერით. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ წმიდა ეჯმიაწინის სამღვდელოება, თბილისიდან და ერევნიდან ჩამოსული სტუმრები, ხელოვნების მოყვარული ადგილობრივი მცხოვრებლები.

გამოფენის დამთვალიერებლებმა იხილეს თბილისური ფერწერის სკოლის ტრადიციების გამგრძელებლების თბილისისა და ჯავახეთის ნიჭიერი მხატვრების ირენა ოგანჯანოვას, თენგიზ მოქოიანცის, ჯოვანი ვეფხვაძის, მერუჟან შაუმიანის, კარლენ კარაპეტიანის, ჰაიკაზუნ ღარაგულიანის და სხვათა ნამუშევრები. წარმოდგენილი იყო საქართველოში დაბადებული, ამჟამად დედა სამშობლოში შემოქმედი ნიჭიერი მხატვრების - მაის მხითარიანის, ზულეიკა ბაჟბეუკ მელიკოვას, არტიომ მელიქ აზარიანცის, საქართველოში დაბადებული, მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის არქიმანდრიტ ნერსეჰ ხალათიანის და სხვათა ნამუშევრები. ვრცელი დარბაზის კედლებს ამშვენებდა 25-მდე მხატვრის ნამუშევრები, რომლებიც გამოირჩეოდა თემატიკის მრავალფეროვნებით, პალიტრის სიმდიდრით და გამომხატველობის უსასრულობით.

გამოფენის გახსნას მიესალმნენ ვაღარშაპატის მერი კარენ გრიგორიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, მათ ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენელთა თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია ერთმანეთის შემოქმედებების გაცნობისკენ, ასევე ჯავახეთის შემოქმედთა მონაწილეობას გამოფენაში.

გამოფენის ორგანიზატორებმა - საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანმა და ვაღარშაპატის კულტურის სასახლის სამუშაოთა კოორდინატორმა ნერსეს მელიქიანმა, დამსწრეებს აცნობეს, რომ ახლო მომავალში თბილისში საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში ვაღარშაპატის მხატვართა გამოფენა მოეწყობა.

ღონისძიების ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრეები და მადლიერების სიტყვით მიმართა ქალაქ ვაღარშაპატის მერიას და მის ხელმძღვანელს, ვისი ინიციატივით და უშუალო მხარდაჭერითაც მოეწყო საქართველოს სომეხ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა ამ ქალაქში. წინამძღვარმა ისაუბრა ასევე ორი ქვეყნის კულტურათა დიალოგის განვითარების და გაღრმავების აუცილებლობაზე, ხაზი გაუსვა მშვენიერის, სიყვარულის და სიკეთის გამარჯვებას ბოროტების წინააღმდეგ.

გამოფენის დამთვალიერებლებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს დარბაზში დიდებულად განთავსებული ხუთ ათეულზე მეტი ტილო.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)