![]() |
![]() |
![]() |
დიდი ხუთშაბათი
ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. "დიდი ხუთშაბათი", დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა ბანვას, საიდუმლო სერობას, გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. უფლის მაგალითით, მღვდელი ეკლესიის საკურთხეველზე მუხლმოდრეკილი ფეხებს ჰბანს 12 ბავშვს ან ეკლესიის მსახურებს და ზეთს სცხებს მათ. არსებობს ძველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, სანთელი, რომელიც სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ სახლში. აღნიშნის თარიღი20.03.2008 |